ლაშა მარგიანი — ლექსი დედას / lasha margiani — leqsi dedas (27 თებერვალი 2019 წ.)
გამოიწერეთ არხი — https://goo.gl/CLC8EY "მანგო ჩემია" — https://goo.gl/6zxwYA "Painting / Живопись / მხატვრობა"— https://goo.gl/6znFgj დედასთან საუბრის შემდეგ თვალცრემლიანი ლაშა გავიდა და როდესაც დაბრუნდა სცენაზე წაიკითხა ეს დიდებული ლექსი საკუთარ დედიკოზე. ნუ ღელავ დედა, ყველაფერი რიგზეა თითქოს, დგას ტროტუარი ფანჯრებთან და ყელი უშრება სისხლისგან, ჰოდა გადახტომა გადაწყდა თითქმის, მე ხომ კეთილი გული მაქვს და არ დამიშლიან, ამ კეთილ საქმეს, შენ სხვა ომში უნდა იბრძოლო, იქ სადაც იბრძვი, სწორედ ახლა, მთელი არსებით, სისხლის არა და მაგ ცრემლების წვეთამდე ბოლო, რომ მე ვიცოცხლო, ან ვიცხოვრო, ან ვიარსებო. დე, სულელი ვარ, ამ ცხოვრებას ვხაზავ სხვა გზებით, მე ჩემი წილი კარგად ყოფნა სხვებს ვუწილადე, ნუ გეწყინება, ამისთვის ნუ გამიბრაზდები, ზოგჯერ ვიზიდავ, არარსებულ სითბოს, სინათლეს. ეს ღამე მალე დამთავრდება, მე კი ავდგები და ოთახებში ყველაფერი დამხვდება ალბათ, კედლები, ჭერი, იატაკი, ჭაღი, ფანჯრები, მაგიდა, სკამი, ონკანები, კარები, ფარდა, მოკლედ შენს გარდა, ყველაფერი დამხვდება რაც კი, მოიძებნება, ორ პატარა, ვიწრო ოთახში, მე ვაიძულებ, ჩემს დამსკდარ გულს ამაზე გასკდეს და ვიგრძნობ შვებას, რომ გიდარდე, თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ ეს არ ღირს, შენ ხომ სწორედ იმის გამო ხარ, დილაადრიან სამსახურში ჩუმად წასული, რომ არაფერი არ მომაკლდეს, რომ ვერ გამომხრას, ცხოვრებამ, სანამ ცოცხალი ხარ, შენს როლს ასრულებ, მივლი, მიწყრები, მეფერები და ნერვიულობ, ანგელოზებმა რა იციან, ამის შესახებ, ანგელოზობაც რომ არ არის, ვიცი იოლი, მაგრამ შენ სხვა ხარ, შენ დედა ხარ, კანით შეახვევ, თავს გაიტყავებ, საკუთარი შვილის ჭრილობებს, თუ სხვა გზა არ გაქვს, არ გაქვს მარლა, ბინტი, იოდი. ჰო, სხვა დედებიც ასე სწუხან, ასე სცდილობენ, რომ არ არსებობს ამ მიწაზე შვება იოტი. მე ახლა უნდა მიხაროდეს სიცოცხლე წესით, თუმცა წესები არ მიყვარს და ყოველთვის ვარღვევ და ვერ ამომყავს საკუთარი თავიდან ფესვი, მე როგორც კვამლი ფილტვებიდან, რომელშიც ვახვევ თვალებს დროდადრო, მერე მეწვის და მეცრემლება და მერე მტკივა როცა ვხუჭავ, ან როცა ვახელ და ამ მომენტში არ იციან შველა ხელებმა, ნულზე ვმრავლდები, ეგ არის და ვიბერავ ძარღვებს, სიგიჟით, შეშლით, ტრაგიკული აუტანლობით, ბედმა ასეთი უკუღმართი გზა დამილოცა, რასაც ცუდს ვშვები, ყველაფერი კარგად გამომდის, რასაც კარგს, უფრო პირიქით და სასაცილოა. სანამ შენ აქ ხარ, მე ხომ მტვერი არ დამედება, სანამ შენ აქ ხარ, სიკვდილისკენ როგორ წავიდე, სანამ შენ აქ ხარ, ჩემი სისხლი არ შედედდება და თუ პირიქით მოხდა მაინც, ვიცი გამიგებ. იღელვე დედა, არაფერი არ არის კარგად, ახლა იღელვე, სანამ გყავარ და მყავხარ სანამ და ზღვების ღელვა შენი კაბის იქნება კალთა, რომელშიც უკვე ჩემი დიდი ეტევა ტანი.
ჩემი ცხოვრება-ის სხვა ვიდეოები
"და ყველაზე მარტივი ჩემთვის არის სხვების დახმარება...
ნანკა კალატოზიშვილი სიმართლეს ამბობს აქციის შესახე...
Max Machaidze — აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის"
01:23
ბაქარი და თენგოი - 3000 ლარის მოგება — ჩემი ცოლის...
03:35
Nika Machaidze (Nikakoi) feat Tusya Beridze - Walk...
03:31
გემრიელი მჟაუნას სუპის ვიდეო რეცეპტი / gemrieli mj...
30:09
27 თებერვალი — 2019 | დასაწყისი — პირველი ნახევარი...
01:12
ქათმის უგემრიელესი რულეტის ვიდეორეცეპტი / კულინარი...
მსგავსი ვიდეოები
ლაშა მარგიანის სპონტანური საუბარი სცენიდან მის ემიგრანტ დედა...
ჩემი ცხოვრება
ლაშა მარგიანი - დე, დავიგვიანებ - " მე ვცადე მაინც"
cendy eloise
ირაკლი ჩარკვიანის ლექსი — ქართული ჩაი
ჩემი ცხოვრება
ნიკა ძამიაშვილი — * * * (2018 წლის ლექსი)
Nikala Art
ლაშა მარგიანი - ახალი ლექსი / Lasha Margiani - Axali Leqsi
თავისუფალი პოეზია
ლაშა მარგიანი საუბრობს ნიკა ძამიაშვილისა და მისი წიგნის "როც...
ჩემი ცხოვრება
ლაშა მარგიანი - * * * (ვისაც არსად გაქვთ წასასვლელი, გაგიცვლ...
ჩემი ცხოვრება
ლაშა მარგიანის პოეზიის საღამო "მე ამ ქუჩების თვითმფრინავი ვა...
ჩემი ცხოვრება