ლაშა მარგიანი — ღმერთო, ნეტა, მე უფრო მეტჯერ მიკითხავს შენთვის, "სად ხარ - მეთქი?
04/24/2020
ჩემი ცხოვრება-ის
მიერ
გამოიწერეთ არხი — http://tiny.cc/f91a5y
გამოიწერეთ მეგობრის არხი — http://tiny.cc/inkchz
* * *
ღმერთო,
ნეტა, მე უფრო მეტჯერ მიკითხავს შენთვის,
“სად ხარ – მეთქი?”,
თუ შენ ჩემთვის?
არ ვიცი,
რას ვგულისხმობთ ადამიანები,
როცა ვამბობთ,
რომ აქ ჩვენი ადგილი არ არის.
განა ის უფრო საშინელი არ იქნებოდა,
აქ რომ იყოს ჩვენი ადგილი?
ოდესღაც ხომ ყველა მოვკვდებით…
ზოგჯერ,
ჯოჯოხეთია არსად და არავისთან ყოფნა,
ზოგჯერ,
ის არის სიმშვიდე,
როცა ამ სამყაროშიც მარტო ხარ
და საკუთარშიც.
ირგვლივ რამდენი ჰაერია,
მაგრამ არ მყოფნის,
გულში რა ცოტა სიყვარული,
თუმცა ვერ ვუძლებ.
ვფიქრობ და არ ვიცი,
როგორ არსებობს სიყვარული და სიმარტოვე
ერთდროულად ერთ სამყაროში,
ერთ პლანეტაზე
და მით უფრო ერთ ადამიანში.
განა ყველაფერი მთავრდება რაც თვალს ეფარება,
სიცოცხლე ბევრად მეტს ნიშნავს,
ვიდრე სიკვდილამდე ჩვენთვის განკუთვნილი დროა.
ღმერთო,
როგორი დამძიმებულია ჩემი სული,
ლოცვაზე მეტად,
თვითმკვლელობაზე ფიქრს მოაქვს შვება…
ასე ხდება,
როცა არა თუ სხვას,
შენს თავსაც კი ვეღარ ახარებ შენი არსებობით.
ოცნება ყოველთვის ტკბილია,
მაშინაც კი,
როცა სიკვდილს ნატრობ.
ის ვინც წმინდანებს მხოლოდ შარავანდედით
და ანგელოზებს ფრთებით ცნობს,
ვერასოდეს იხილავს ღმერთს.
ფსკერზე რომ დგახარ
და მაინც ვიღაცას ელოდები,
არა იმისთვის,
ზედაპირზე რომ აგიყვანოს,
უბრალოდ, გინდა,
სიმარტოვე ვინმეს გაუყო,
აუხსნელი სიყვარულივით.
სიმარტოვე სხვა არაფერია,
თუ არა სიტყვა ხმოვნების გარეშე.
რამდენი ვარსკვლავის მოწყვეტა მინახავს ციდან,
მაგრამ არცერთის დაცემის ხმა არ გამიგია,
ადამიანები კი პირიქით ვართ,
ათასჯერ დაცემულები,
ერთხელაც ვერ ვწყდებით მიწას
და ცისგან განსხვავებით,
ჩვენს სულებს ყველაზე მეტად სწორედ იმათი კვალი ემჩნევა,
ვინც ვარსკვლავივით მოგვწყდა გულიდან
და ამ ცხოვრების სიცარიელეში გაუჩინარდა.
ჩვენ მხოლოდ თვალი გავაყოლეთ,
მათ სურვილები სხვებმა ჩაუთქვეს…
ორი წუთით მოვიწყენთ ხოლმე
და ეს გვგონია მთელი ცხოვრების სევდა…
ამიტომ ვერ გრძელდება
ჩვენი სიხარულიც ორ წუთზე მეტ ხანს.
მტკივა საკუთარი სიმარტოვე,
იმ ჩამქრალი ნათურასავით
სიბნელის რომ ეშინია
და არავინ ჰყავს,
ვინც აანთებს.
შეიძლება,
გულში ჰყავდე ადამიანს,
მაგრამ მისგან იყო მიტოვებული,
მისივე გულში.
ისეც მომხდარა,
შუა ზღვაში მოწყურებიათ
და წყურვილისგან დამხრჩვალან.
თუ გიყვარს,
კი არ უყოფ, მთლიან გულს აძლევ,
მაგრამ ზოგჯერ,
ესეც არ არის საკმარისი.
მთელი ოკეანეც რომ შეგაშხეფო,
ტანზე მხოლოდ ერთი პეშვი წყალი შეგრჩება.
სიყვარულიც ასეა ალბათ…
ფეხსაცმელები უფრო ერთგული წყვილები არიან,
ვიდრე ადამიანები.
სიყვარული კიდევ იცი რას ჰგავს,
შუაზე გაჭრილი ცერა თითის გულით რომ ცდილობ,
დაცლილი სანთებელის ანთებას.
ახლა,
სახეზე ხელები რომ ავიფარო და შენ წინ დავდგე,
როგორ მიხვდები,
ვიღიმი თუ ცრემლებს ვმალავ?
სულ რომ ჩემს მკერდზე გედოს თავი,
ადამიანი გამჭვირვალეა
სანამ მის გულს არ დაინახავ.
გულს არ შეუძლია ეკეთოს ნიღაბი.
ჩვენ კი ისეთი სასტიკები ვართ,
გაჩერებული გული უფრო გვაშინებს,
ვიდრე გატეხილი,
ან ჩამწყდარი.
სისულელეა მზე გაჭერდეს
და თან ცდილობდე,
გასაგრილებლად საკუთარ ჩრდილს ამოეფარო,
მაგრამ ასეა,
სიყვარულში ვინც ეძებს შვებას.
ზოგჯერ,
ადამიანები ფოთლებივით ვართ,
მთელ ცხოვრებას ერთ ხეზე, ერთ ტოტზე ვატარებთ,
მაგრამ მხოლოდ დაბლა დაცვენილები ვამჩნევთ და ვეხებით ერთმანეთს,
იქ კი შეუძლებელია ამ ცხოვრების თავიდან დაწყება,
იქიდან მხოლოდ წარსულს აშინაარსებენ და ნატრობენ,
რომ ამ ყველაფრის მთავარი გმირი სხვა იყოს,
იტანჯებიან, რადგან საკუთარ თავს ვერ პატიობენ,
განა ჩადენილ სისაძაგლეებს,
უფრო იმას ცხოვრება რომ თვალს და ხელს შუა გაეპარათ,
რომ თურმე ქარში მტვერს აგროვებდნენ,
ქარში რომელიც ჩვენც მტვრად მიგვაქცევს.
ერთადერთი,
რასაც თავისით შეუძლია ადამიანმა მიაღწიოს,
ჯოჯოხეთია.
სხვა დანარჩენში,
ან ერთმანეთი გვჭირდება,
ან ღმერთი.
ერთ-ერთი მოძღვრის სიტყვები მახსენდება,
რომელიც ამბობს:
“ჩვენ დავიღალეთ,
დაიღალა კაცობრიობა,
ძალიან მძიმედ სუნთქავს სამყარო.”
ჩიტები დაფრინავენ,
სულერთია, იციან თუ არა მათ ეს.
ჩიტები დაფრინავენ,
ჩვენ კი მხოლოდ ის შეგვიძლია,
რომ თვალი გავაყოლოთ.
ერთადერთი კიბე რომელიც ცას მიადგეს გოლგოთაზე აღმართული ჯვარია.
ასეთები ვართ ადამიანები,
აღმართზე ასვლამ მხოლოდ მაშინ არ დაგვღალა,
როცა ქრისტე გავაკარით ჯვარზე.
ვუყურებ შუა მინდორში მდგარ ხეს
და ვფიქრობ,
სულერთია, რამდენი ტოტი აქვს მას,
მაინც მარტოა.
რა უნდა დატოვო,
ნაწვიმარ ქუჩაში,
მოლიპულ ასფალტს
გზასავით ადევნებულ ბორდიურზე,
ერთი ცარიელი ლუდის ქილის,
ნახევარი კოლოფი სიგარეტის ნამწვის
და გამრუდებული ცხოვრების გარდა.
ხელუხლებელი სიყვარული
ალბათ.
აქეთ არაფერი იცვლება,
არ აქვს მნიშვნელობა,
სად ან რამდენი ხნით მიდიხარ,
ბრუნდები და იმის მაგივრად,
რომ გინდოდეს,
ვინმემ ხმამაღლა იყვიროს შენი სახელი,
ნატრობ ვერავინ გიცნოს.
საკმარისია ქრისტე გაიფიქრო
და ჯვარცმა გაგიელვებს თვალწინ.
ნეტავ რა იქნება,
რაც ჩვენი გაფიქრებისას გაახსენდებათ.
გამოიწერეთ მეგობრის არხი — http://tiny.cc/inkchz
* * *
ღმერთო,
ნეტა, მე უფრო მეტჯერ მიკითხავს შენთვის,
“სად ხარ – მეთქი?”,
თუ შენ ჩემთვის?
არ ვიცი,
რას ვგულისხმობთ ადამიანები,
როცა ვამბობთ,
რომ აქ ჩვენი ადგილი არ არის.
განა ის უფრო საშინელი არ იქნებოდა,
აქ რომ იყოს ჩვენი ადგილი?
ოდესღაც ხომ ყველა მოვკვდებით…
ზოგჯერ,
ჯოჯოხეთია არსად და არავისთან ყოფნა,
ზოგჯერ,
ის არის სიმშვიდე,
როცა ამ სამყაროშიც მარტო ხარ
და საკუთარშიც.
ირგვლივ რამდენი ჰაერია,
მაგრამ არ მყოფნის,
გულში რა ცოტა სიყვარული,
თუმცა ვერ ვუძლებ.
ვფიქრობ და არ ვიცი,
როგორ არსებობს სიყვარული და სიმარტოვე
ერთდროულად ერთ სამყაროში,
ერთ პლანეტაზე
და მით უფრო ერთ ადამიანში.
განა ყველაფერი მთავრდება რაც თვალს ეფარება,
სიცოცხლე ბევრად მეტს ნიშნავს,
ვიდრე სიკვდილამდე ჩვენთვის განკუთვნილი დროა.
ღმერთო,
როგორი დამძიმებულია ჩემი სული,
ლოცვაზე მეტად,
თვითმკვლელობაზე ფიქრს მოაქვს შვება…
ასე ხდება,
როცა არა თუ სხვას,
შენს თავსაც კი ვეღარ ახარებ შენი არსებობით.
ოცნება ყოველთვის ტკბილია,
მაშინაც კი,
როცა სიკვდილს ნატრობ.
ის ვინც წმინდანებს მხოლოდ შარავანდედით
და ანგელოზებს ფრთებით ცნობს,
ვერასოდეს იხილავს ღმერთს.
ფსკერზე რომ დგახარ
და მაინც ვიღაცას ელოდები,
არა იმისთვის,
ზედაპირზე რომ აგიყვანოს,
უბრალოდ, გინდა,
სიმარტოვე ვინმეს გაუყო,
აუხსნელი სიყვარულივით.
სიმარტოვე სხვა არაფერია,
თუ არა სიტყვა ხმოვნების გარეშე.
რამდენი ვარსკვლავის მოწყვეტა მინახავს ციდან,
მაგრამ არცერთის დაცემის ხმა არ გამიგია,
ადამიანები კი პირიქით ვართ,
ათასჯერ დაცემულები,
ერთხელაც ვერ ვწყდებით მიწას
და ცისგან განსხვავებით,
ჩვენს სულებს ყველაზე მეტად სწორედ იმათი კვალი ემჩნევა,
ვინც ვარსკვლავივით მოგვწყდა გულიდან
და ამ ცხოვრების სიცარიელეში გაუჩინარდა.
ჩვენ მხოლოდ თვალი გავაყოლეთ,
მათ სურვილები სხვებმა ჩაუთქვეს…
ორი წუთით მოვიწყენთ ხოლმე
და ეს გვგონია მთელი ცხოვრების სევდა…
ამიტომ ვერ გრძელდება
ჩვენი სიხარულიც ორ წუთზე მეტ ხანს.
მტკივა საკუთარი სიმარტოვე,
იმ ჩამქრალი ნათურასავით
სიბნელის რომ ეშინია
და არავინ ჰყავს,
ვინც აანთებს.
შეიძლება,
გულში ჰყავდე ადამიანს,
მაგრამ მისგან იყო მიტოვებული,
მისივე გულში.
ისეც მომხდარა,
შუა ზღვაში მოწყურებიათ
და წყურვილისგან დამხრჩვალან.
თუ გიყვარს,
კი არ უყოფ, მთლიან გულს აძლევ,
მაგრამ ზოგჯერ,
ესეც არ არის საკმარისი.
მთელი ოკეანეც რომ შეგაშხეფო,
ტანზე მხოლოდ ერთი პეშვი წყალი შეგრჩება.
სიყვარულიც ასეა ალბათ…
ფეხსაცმელები უფრო ერთგული წყვილები არიან,
ვიდრე ადამიანები.
სიყვარული კიდევ იცი რას ჰგავს,
შუაზე გაჭრილი ცერა თითის გულით რომ ცდილობ,
დაცლილი სანთებელის ანთებას.
ახლა,
სახეზე ხელები რომ ავიფარო და შენ წინ დავდგე,
როგორ მიხვდები,
ვიღიმი თუ ცრემლებს ვმალავ?
სულ რომ ჩემს მკერდზე გედოს თავი,
ადამიანი გამჭვირვალეა
სანამ მის გულს არ დაინახავ.
გულს არ შეუძლია ეკეთოს ნიღაბი.
ჩვენ კი ისეთი სასტიკები ვართ,
გაჩერებული გული უფრო გვაშინებს,
ვიდრე გატეხილი,
ან ჩამწყდარი.
სისულელეა მზე გაჭერდეს
და თან ცდილობდე,
გასაგრილებლად საკუთარ ჩრდილს ამოეფარო,
მაგრამ ასეა,
სიყვარულში ვინც ეძებს შვებას.
ზოგჯერ,
ადამიანები ფოთლებივით ვართ,
მთელ ცხოვრებას ერთ ხეზე, ერთ ტოტზე ვატარებთ,
მაგრამ მხოლოდ დაბლა დაცვენილები ვამჩნევთ და ვეხებით ერთმანეთს,
იქ კი შეუძლებელია ამ ცხოვრების თავიდან დაწყება,
იქიდან მხოლოდ წარსულს აშინაარსებენ და ნატრობენ,
რომ ამ ყველაფრის მთავარი გმირი სხვა იყოს,
იტანჯებიან, რადგან საკუთარ თავს ვერ პატიობენ,
განა ჩადენილ სისაძაგლეებს,
უფრო იმას ცხოვრება რომ თვალს და ხელს შუა გაეპარათ,
რომ თურმე ქარში მტვერს აგროვებდნენ,
ქარში რომელიც ჩვენც მტვრად მიგვაქცევს.
ერთადერთი,
რასაც თავისით შეუძლია ადამიანმა მიაღწიოს,
ჯოჯოხეთია.
სხვა დანარჩენში,
ან ერთმანეთი გვჭირდება,
ან ღმერთი.
ერთ-ერთი მოძღვრის სიტყვები მახსენდება,
რომელიც ამბობს:
“ჩვენ დავიღალეთ,
დაიღალა კაცობრიობა,
ძალიან მძიმედ სუნთქავს სამყარო.”
ჩიტები დაფრინავენ,
სულერთია, იციან თუ არა მათ ეს.
ჩიტები დაფრინავენ,
ჩვენ კი მხოლოდ ის შეგვიძლია,
რომ თვალი გავაყოლოთ.
ერთადერთი კიბე რომელიც ცას მიადგეს გოლგოთაზე აღმართული ჯვარია.
ასეთები ვართ ადამიანები,
აღმართზე ასვლამ მხოლოდ მაშინ არ დაგვღალა,
როცა ქრისტე გავაკარით ჯვარზე.
ვუყურებ შუა მინდორში მდგარ ხეს
და ვფიქრობ,
სულერთია, რამდენი ტოტი აქვს მას,
მაინც მარტოა.
რა უნდა დატოვო,
ნაწვიმარ ქუჩაში,
მოლიპულ ასფალტს
გზასავით ადევნებულ ბორდიურზე,
ერთი ცარიელი ლუდის ქილის,
ნახევარი კოლოფი სიგარეტის ნამწვის
და გამრუდებული ცხოვრების გარდა.
ხელუხლებელი სიყვარული
ალბათ.
აქეთ არაფერი იცვლება,
არ აქვს მნიშვნელობა,
სად ან რამდენი ხნით მიდიხარ,
ბრუნდები და იმის მაგივრად,
რომ გინდოდეს,
ვინმემ ხმამაღლა იყვიროს შენი სახელი,
ნატრობ ვერავინ გიცნოს.
საკმარისია ქრისტე გაიფიქრო
და ჯვარცმა გაგიელვებს თვალწინ.
ნეტავ რა იქნება,
რაც ჩვენი გაფიქრებისას გაახსენდებათ.