ნიკა ძამიაშვილი — ფსიქიკური ჯაზი / nika dzamiashvili — psycho jazz

04/04/2020
Nikala Art-ის მიერ

სურვილისამებრ, გამოიწერეთ არხი — http://tiny.cc/inkchz
ნიკას ნახატების facebook გვერდი — http://tiny.cc/89vqgz
ლექსს კითხულობს თამარ მალანია — http://tiny.cc/6nrhmz
მუსიკა — არასერიოზული კაცი (soundtrack)

#პოეზია #ფსიქიკა #ჯაზი #ლექსი #poetry #psycho #psyche #jazz, #verse

ფსიქიკური ჯაზი
———————————

პარეიდოლია რომ არ მჭირდეს,
მეზობლის კარზე ვერ შევამჩნევდი
ქვედა სართულიდან ამოსული შუქისგან შექმნილ
ედვარდ მუნკის კივილს.

ფეხითმავალ გზაზე კი ორმოს,
სადაც გაჭრილ ფოთოლზე იდო ქვა
და ერთი მხრიდან კაცის სახე ყვიროდა
და მეორედან ქალის სხეულს სურდა შეხება.

ზოგჯერ,
ტალღურად გადავდივარ აპოფენიაში
ისე რომ ვერც ვამჩნევ განსხვავებას,
როგორც მეგალადონსა და უბრალო ზვიგენს შორის.

ზოგჯერ,
ვუყურებ ფურცელს, ტილოს, კედელს, ტროტუარს, ხეს..
საკუთარ თავთან ვმღერი, ვხატავ, ვკიხულობ, ვწერ..
და ვგრძნობ ჩემში შემოდის ანამორფოზი,
ყველანაირი სასმელის ან ბოლის გარეშე,
ტვინი მერევა ქმედებით, მუსიკით, კინოთი, გრძნობებით..
მარტო ვარ, მარტო ვარ, მარტო ვარ, ფსიქოზი.

ხალხთან კი სითბო ან საერთოდ არარა
ან ყველას ნახვა მსურს, ან კიდევ არავის
ან რამის კეთება, ან სულაც არაფრის
ხან ვესაუბრები ჩრდილებს, ხან — მათ ვკარგავ.

ზოგჯერ მომდის აზრები
კონუსის ფორმის ლოკოკინა
ან მშრომელი ჭიანჭველა ვიყო,
მე თუ ვინმეს ფეხზე ვერ დავაყენებ,
მათ გამოვადგე რამეთი მაინც..
ანდაც ია, ან გვირილა,
რომელმაც იცის ან გახმება ან დაჭკნება,
მაგრამ თვალსა და გულს გაუხარებს საყვარელ გოგონას.

ჩემს შიზოფრენიას გააჩნია
თავისუფლების შესაზღუდი რამდენიმე ჩარჩო,
მაგრამ ისაც ჩემი დახატულია,
საკუთარ თავში,
ისევე როგორც ბილი მილიგანის იდენტურობის დისოციაციური აშლილობა,
და შესაძლოა ვიაზროვნო როგორც მარიამ ქათამაძე,
მაგრამ დავრჩე იმავე სხეულით, იმავე ნიკად,
როგორც აქამდე მიცნობდით.

ნუ გეშინია გოგონა,
მე შენ მიყვარხარ!
ჩემთან, ჩემით იქნები დაცული აწ და მარადის
და ჩემითვე მიიღებ შვებას,
რომელიც გეგონება თავისუფლება,
არადა ეს იმ მოვალეობების დასაწყისი იქნება,
რაზე ოცნებითაც სრულდება ეს ლექსი..

გმადლობთ ყურადღებისთვის, თუ მოგეწონათ ვიდეო, შეგიძლიათ დაალაიქოთ, გამოიწეროთ არხი და დაელოდოთ მომავალ ვიდეოს!.. ♡