ნიკა ძამიაშვილი — ფსიქიკური ჯაზი / პარეიდოლია..
სურვილისამებრ, გამოიწერეთ არხი — http://tiny.cc/inkchz ნიკას ნახატების facebook გვერდი — http://tiny.cc/89vqgz მუსიკა — არასერიოზული კაცი (soundtrack) #პოეზია #ფსიქიკა #ჯაზი #ლექსი #poetry #psycho #psyche #jazz, #verse ფსიქიკური ჯაზი / პარეიდოლია ——————————— პარეიდოლია რომ არ მჭირდეს, მეზობლის კარზე ვერ შევამჩნევდი ქვედა სართულიდან ამოსული შუქისგან შექმნილ ედვარდ მუნკის კივილს. ფეხითმავალ გზაზე კი ორმოს, სადაც გაჭრილ ფოთოლზე იდო ქვა და ერთი მხრიდან კაცის სახე ყვიროდა და მეორედან ქალის სხეულს სურდა შეხება. ზოგჯერ, ტალღურად გადავდივარ აპოფენიაში ისე რომ ვერც ვამჩნევ განსხვავებას, როგორც მეგალადონსა და უბრალო ზვიგენს შორის. ზოგჯერ, ვუყურებ ფურცელს, ტილოს, კედელს, ტროტუარს, ხეს.. საკუთარ თავთან ვმღერი, ვხატავ, ვკიხულობ, ვწერ.. და ვგრძნობ ჩემში შემოდის ანამორფოზი, ყველანაირი სასმელის ან ბოლის გარეშე, ტვინი მერევა ქმედებით, მუსიკით, კინოთი, გრძნობებით.. მარტო ვარ, მარტო ვარ, მარტო ვარ, ფსიქოზი. ხალხთან კი სითბო ან საერთოდ არარა ან ყველას ნახვა მსურს, ან კიდევ არავის ან რამის კეთება, ან სულაც არაფრის ხან ვესაუბრები ჩრდილებს, ხან — მათ ვკარგავ. ზოგჯერ მომდის აზრები კონუსის ფორმის ლოკოკინა ან მშრომელი ჭიანჭველა ვიყო, მე თუ ვინმეს ფეხზე ვერ დავაყენებ, მათ გამოვადგე რამეთი მაინც.. ანდაც ია, ან გვირილა, რომელმაც იცის ან გახმება ან დაჭკნება, მაგრამ თვალსა და გულს გაუხარებს საყვარელ გოგონას. ჩემს შიზოფრენიას გააჩნია თავისუფლების შესაზღუდი რამდენიმე ჩარჩო, მაგრამ ისაც ჩემი დახატულია, საკუთარ თავში, ისევე როგორც ბილი მილიგანის იდენტურობის დისოციაციური აშლილობა, და შესაძლოა ვიაზროვნო როგორც — ნინო, მარიამი, ანი, თამარი, ქეთი, ნათია, თიკო, ია, სალომე მაგრამ დავრჩე იმავე სხეულით, იმავე ნიკად, როგორც აქამდე მიცნობდით. ნუ გეშინია გოგონა, მე შენ მიყვარხარ! ჩემთან, ჩემით იქნები დაცული აწ და მარადის და ჩემითვე მიიღებ შვებას, რომელიც გეგონება თავისუფლება, არადა ეს იმ მოვალეობების დასაწყისი იქნება, რაზე ოცნებითაც სრულდება ეს ლექსი.. გმადლობთ ყურადღებისთვის, თუ მოგეწონათ ვიდეო, შეგიძლიათ დაალაიქოთ, გამოიწეროთ არხი და დაელოდოთ მომავალ ვიდეოს!.. ♡
Nikala Art-ის სხვა ვიდეოები
03:01
ნიკა ძამიაშვილი — * * * (2018 წლის ლექსი)
02:28
nika dzamiashvili — five psychedelic shot / ნიკა ძ...
00:47
Nika Dzamiashvili's street art — you are not angel...
01:28
ნიკა ძამიაშვილი — მე ვარ გზა!..
03:28
სიუჟეტი ნიკა ძამიაშვილის არტის შესახებ გასული TV4-...
02:25
ნიკა ძამიაშვილი — რამდენიმე სასიყვარულო ლექსი (201...
02:12
ნიკა ძამიაშვილი — ფსიქიკური ჯაზი / პარეიდოლია..
04:12
ნიკა ძამიაშვილი — ფსიქიკური ჯაზი / nika dzamiashvi...
მსგავსი ვიდეოები
ნიკა ძამიაშვილი — ფსიქიკური ჯაზი / nika dzamiashvili — psych...
Nikala Art
ნიკა ძამიაშვილი / nika dzamiashvili — წვიმა. მატარებელი ტყეშ...
ჩემი ცხოვრება
ნიკა ძამიაშვილი / nika dzamiashvili — წვიმა. მატარებელი ტყეშ...
Nikala Art
ნიკა ძამიაშვილი — შენს ფსიქიკაში შემავალი მატარებელი / nika...
ჩემი ცხოვრება
nika dzamiashvili — five psychedelic shot / ნიკა ძამიაშვილი...
Nikala Art
ნიკა ძამიაშვილი — * * * (2018 წლის ლექსი)
Nikala Art
27 თებერვალი — 2019 | დასაწყისი — პირველი ნახევარი საათი / 2...
ჩემი ცხოვრება
ნიკა ძამიაშვილის გამოფენისთვის "ბოლო აციმციმებამდე" წინ გადა...
ჩემი ცხოვრება