nika dzamiashvili — five psychedelic shot / ნიკა ძამიაშვილი — ხუთი ფსიქოდელიური კადრი
სურვილისამებრ, გამოიწერეთ არხი — http://tiny.cc/inkchz ნიკას ნახატების facebook გვერდი — http://tiny.cc/89vqgz მუსიკა — არასერიოზული კაცი (soundtrack) five psychedelic shot / ხუთი ფსიქოდელიური კადრი წვიმის ცივი წვეთები ფანჯარაზე იღვრება. ძილი მატარებელში. ფსიკური ტრანსი და ჩინური ჩაის გემო შეფარდებული სიზმრების მატრიცის ფონზე. მეორე კადრი უსასრულოდ შერევა ყველაზე მორჩილი საღებავის. ხუჭავ თვალებს და იღზნები ამ უსაზღვრო ენერგიით, მოსული არსაიდან. უჭერ საღებავს და ისაც იღვრება წინა დაუმთავრებელ ნახატს ზემოდან, გემორჩილება.. შემდეგ სალათასავით, (რომელიც შეადარე არქონის გამო) ასხამ ზეთს, დე კუნინგის ხათრით ამატებ მცირედ წყალს და უსაშველოდ ურევ.. თავში ბუდისტურ მელოდიაზე გინდება კივილი, რომელიც შენში ერევა მზის ჩასვლას.. მესამე კადრი ბულგარული ხალხური სიმღერის "ბრე პეტრუნკოს" მოსმენისას ვისაც ფსიქო-კრიმინალური ფონი შეექმნა ახლოს დგას ჩემთან. მომთაბარე ბოშათა ჯგუფის ფონზე ორი აზერის ფრაზა. "ტაბორი მიდის ცაში. მე გამიძარცვავს იქაც კი, სადაც არ ვყოფილვარ" მეოთხე კადრი იღებ სულიერ აბსტრაქციას, რომელშიც იგრძნობა საკუთარი სახე, რისი ყურებაც არ გბეზრდება და ეჩვევი, სუსტ ნარკოტიკივით, რომლის გარეშეც არ გითენდება დილა. შენთვის ეს ჩაია ან ყავა, ჩემთვის მძინარე მეუღლის ტუჩზე კოცნა, რომელიც წარმოვიდგინე ამ მომენტში თვალის გახელამდე რამდენიმე წამით ადრე.. მეხუთე კადრი გადარჩენის გზა. საუბარი საკუთარ თავთან. თავში აზრის წარმოქმნის კვალი, გაჭრილ ღრუბლებზე თვითმფრინავის თეთრი ხაზივით, ან ის პირველი სისხლის კვალი, რომელიც წინ უძღვის უამრავ თბილ დედობრივ მოვალეობას. კივის ჩემში, როგორც ახალდაბადებული ბავშვის პირველი დაყვირება ან შეშლილი პოეტის სიმაღლიდან ფრენა ფრთებად კი ფრაზები რითმების სახით და სიგიჟე, რომელიც წვეთებად ჟონავს შენს ფსიქიკაში, როცა მკითხულობ..
Nikala Art-ის სხვა ვიდეოები
03:01
ნიკა ძამიაშვილი — * * * (2018 წლის ლექსი)
02:28
nika dzamiashvili — five psychedelic shot / ნიკა ძ...
00:47
Nika Dzamiashvili's street art — you are not angel...
01:28
ნიკა ძამიაშვილი — მე ვარ გზა!..
03:28
სიუჟეტი ნიკა ძამიაშვილის არტის შესახებ გასული TV4-...
02:25
ნიკა ძამიაშვილი — რამდენიმე სასიყვარულო ლექსი (201...
02:12
ნიკა ძამიაშვილი — ფსიქიკური ჯაზი / პარეიდოლია..
04:12
ნიკა ძამიაშვილი — ფსიქიკური ჯაზი / nika dzamiashvi...
მსგავსი ვიდეოები
ნიკა ძამიაშვილი — ლექსები სიყვარულზე / nika dzamiashvili — l...
ჩემი ცხოვრება
Nika Dzamiashvili's street art — you are not angel / შენ არ...
Nikala Art
Nika Dzamiashvili - My STREET ART 4 My Streetz!. / Rustavi -...
Nikala Art
ნიკა ძამიაშვილი — ნიჟარა / კითხულობს — გვანცა პეტრიაშვილი
ჩემი ცხოვრება
ნიკა ძამიაშვილის გამოფენა-გაყიდვა ბათუმის ბულვარში მოცეკვავე...
ჩემი ცხოვრება
ნიკა ძამიაშვილი — განწყობის მუსიკა / nika dzamiashvili — gan...
ჩემი ცხოვრება
ნიკა ძამიაშვილი — რამოდენიმე ლექსი / nika dzamiashvili — ra...
ჩემი ცხოვრება
ნიკა ძამიაშვილი — ფსიქიკური ჯაზი / nika dzamiashvili — psych...
Nikala Art