MOE: სამინისტროს მხარდაჭერით საგანმანათლებლო აქცია გაიმართა
05/24/2014
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ორგანიზაცია „ეკოხედვა/Ecovision\"-მ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან, ასევე კომპანია „ბოშთან\" (Bosch) და ,,ელიტ-ელექტრონიქს\"-თან ერთად სკოლის მოსწავლეთათავის საგანმანათლებლო აქცია მოაწყო.
აქციის ფარგლებში დიღმის ტყე-პარკში, გამწვანების აქცია ჩატარდა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები და მოხალისეები ჩაერთნენ. კომპანიებმა მოსწავლეებთან ერთად 100 ხე დარგეს. ხეების დარგვაში მონაწილეობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ მიიღო. როგორც ცნობილია, პრემიერმინისტრის ინიციატივის „,მწვანე მომავალი\" ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 250.000 ნერგი დაირგო.
აქცია საერთაშორისო სასკოლო პროექტის ფარგლებში - SPARE მოეწყო. თბილისის 4 საჯარო სკოლის 500-მდე მოსწავლეს, 2 დღის განმავლობაში კლიმატის ცვლილების, ენერგოეფექტურობისა და ენერგოდაზოგვის შესახებ შემეცნებით-გასართობი გაკვეთილები ჩაუტარდათ. გაიმართა სახალისო შეჯიბრები. მოსწავლეებს სხვადასხვა კომპანიებისგან სკოლის ჩანთები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.