აქცია ,,დარგე შენი მომავალი''

21.03.2013 00:45

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... ბრიფინგის ფარგლებში მინისტრმა საზოგადოებას შეახსენა ტყის საერთაშორისო დღისა და ამ გარემოსდაცვითი თარიღის მნიშვნელობის შესახებ, მოკლედ გააცნო ტყის მართვის სფეროში დაგეგმილი ცვლილებები და სამინისტროს ღონისძიებები ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. 24 მარტიდან გარემოს დაცვის სამინისტრო იწყებს გარემოსდაცვით აქციას "დარგე შენი მომავალი". აქციის მიზანია ბიომრავალფეროვნების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდა თაობებისათვის ხის დარგვის, მოვლისა და მისი აუცილებლობის სწავლება, გარემოსდაცვითი საკითხების პოპულარიზაცია და საზოგადოების პრაქტიკულ ღონისძიებებში ჩართვა. აქცია „დარგე შენი მომავალი" ორგანიზებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სანერგე მეურნეობა „საქართველოს ნერგები"-ს მიერ სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცა ხის სხვადასხვა სახეობის ნერგები. აქციაში მონაწილეობენ სამინისტროები და სხვა სამთავრობო სტრუქტურები, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა დაინტერესებული მხარეები. 24 მარტიდან კახეთის რეგიონში გაიმართება გამწვანების აქცია, რომლის ფარგლებშიც ნერგები ათი დღის განმავლობაში დაირგვება კატასტროფისგან დაზარალებული რაიონების, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის, სკოლებისა და სხვა დაწესებულებების ტერიტორიაზე.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: აქცია ,,დარგე შენი მომავალი''
01:13

MOE: აქცია ,,დარგე შენი მომავალი''

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ნერგების დარგვის აქცია
01:33

MOE: ნერგების დარგვის აქცია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: გარემოსდავითი აქცია თელავში
01:30

MOE: გარემოსდავითი აქცია თელავში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

რადიარდ კიპლინგი - \"თუ\" | #სხვაპოეზია

რადიარდ კიპლინგი - "თუ" | #სხვაპოეზია

Shalva Berianidze

გამწვანების აქცია -\"დარგე ხე, როგორც სიცოცხლის სიმბოლო\"
00:21

გამწვანების აქცია -"დარგე ხე, როგორც სიცოცხლის სიმბოლო"

რევმატოიდული ართრიტი

გამწვანების აქცია - \"დარგე ხე, როგორც სიცოცხლის სიმბოლო\".
02:36

გამწვანების აქცია - "დარგე ხე, როგორც სიცოცხლის სიმბოლო".

რევმატოიდული ართრიტი

გარემოსდაცვითი აქცია - “ნუ მოჭრი - დარგე“
00:44

გარემოსდაცვითი აქცია - “ნუ მოჭრი - დარგე“

Shota Gaprindashvili

არ მოჭრა საღი ხე, მოჭერი ხმელი ხეები და დარგე გონივრულად - აქცია მერიასთან
01:17

არ მოჭრა საღი ხე, მოჭერი ხმელი ხეები და დარგე გონივრულად - ა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო