MOE: ჰოლანდიელი სპეციალისტები გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ტრენინგების პროგრამაზე მუშაობენ

25.04.2013 01:03

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... გარემოს დაცვის სამინისტროში ჩატარდა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა ნიდერლანდების გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო ცენტრის თანამშრომლებთან. ჰოლანდიელი სპეციალისტები გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ტრენინგების პროგრამაზე "train the trainer" იმუშავებენ. უკვე დაკომპლექტდა ძირითადი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან გარემოსდაცვითი ინსპექტორები, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტისა და მომავალი გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო ცენტრის თანამშრომლები. ჯგუფის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები ოთხ ეტაპად, ხოლო ფინალურ ეტაპზე დაგეგმილია ვიზიტი ჰოლანდიაში. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერა გარემოზე ზემოქმედების შეფასების, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების და გარემოსდაცვითი ინსპექტირების საკითხებში", რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში გარემოსდაცვითი განათლების ცენტრის შექმნა და თანამშრომელთათვის ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: სპეციალური ტრენინგის პროგრამა ნიდერლანდების წარმომადგენლებთან ერთად
01:07

MOE: სპეციალური ტრენინგის პროგრამა ნიდერლანდების წარმომადგენ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სპეციალური ტრენინგების პროგრამა ჰოლანდიელ სპეციალისტებთან ერთად
01:08

MOE: სპეციალური ტრენინგების პროგრამა ჰოლანდიელ სპეციალისტებთ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ექსპერტთა დასკვნა ხუდონის ჰესის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით უკვე წარმოდგენილია
01:30

MOE: ექსპერტთა დასკვნა ხუდონის ჰესის მშენებლობის პროექტთან დ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა ხუდონთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში წარმოადგინა
01:06

MOE: ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა ხუდონთან დაკავშირებით საბ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ხუდონის ჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით ანგარიში წარმოდგენელია
01:39

MOE: ხუდონის ჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ჰოლანდიელმა ექსპერტებმა ხუდონჰესის შესახებ დასკვნა წარმოადგინეს
02:16

MOE: ჰოლანდიელმა ექსპერტებმა ხუდონჰესის შესახებ დასკვნა წარმ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ქართულ-ჰოლანდიური თანამშრომლობა
01:14

MOE: ქართულ-ჰოლანდიური თანამშრომლობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სტიქიის პრევენციისთვის შექმნილი შტაბის სხდომა ქუთაისში
01:49

MOE: სტიქიის პრევენციისთვის შექმნილი შტაბის სხდომა ქუთაისში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო