ყველაზე საოცარი ოპტიკური ილუზიები ★ ტოპ ფაქტები ★

07/28/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?...
► ფეისბუქი:   / ტოპ-ფაქტები-106039936757171  
► ინსტაგრამი:   / top_faqtebi  
► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi
----------
10. ჰერმანის ცხრილი
ამ კლასიკურ ოპტიკურ ილუზიას სახელი ლუდიმარ ჰერმანნის საპატივცემულოდ ეწოდა, რომელმაც ის 1870 წელს აღმოაჩინა. თუკი თეთრი ზოლების გადაკვეთის წერტილებს დააკვირდებით, გადაკვეთის ადგილებში ნაცრისფერი ლაქები მოგვეჩვენება.
9. გამქრალი სურათი
რამდენიმეწამიანი დაკვირვების შემდეგ ეკრანზე გამოსახული ფოტო გაქრება. აღნიშნული ილუზია ტროქსლერის ეფექტის ვარიაციაა. იმაში დასარწმუნებლად, რომ ფოტოს მონტაჟის საშუალებით არ ვაქრობთ, შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ და ისე დააკვირდეთ ფოტოს.
8. მონსტრის ილუზია
აღნიშნული ოპტიკური ილუზია ფსიქოლოგიის თითქმის ყველა სახელმძღვანელოში გვხვდება. სურათზე გამოსახული ორივე მონსტრი თანაბარი ზომისაა.
7. ცისფერი და მწვანე
ამ ოპტიკური ილუზიის რამდენიმე ვარიაცია არსებობს. ზედა მარჯვენა სექტორში არსებული ლურჯი და ქვედა მარცხენა სექტორში მყოფი მწვანე ხაზები სინამდვილეში ერთი და იგივე ფერია.
6. ებინგჰაუზის ილუზია
მარცხნივ გამოსახული ნარინჯისფერი წრე მარჯვენა წრეზე პატარა ჩანს, თუმცა ორივე მათგანი თანაბარი ზომისაა.
5. მოძრავი კვადრატები
თავდაპირველად აღნიშნული ილუზიის დანახვა შეიძლება გაგიჭირდეთ, მაგრამ თუკი სხვადასხვა კვადრატებს შეხედავთ, მოგეჩვენებათ, რომ დანარჩენი კვადრატები მხედველობის პერიფერიაზე ტრიალს იწყებენ, მაგრამ როგორც კი თვალის მოძრაობას შეწყვეტთ, კვადრატების ტრიალიც შეჩერდება.
4. სტატიკური მოძრაობა
ეს ილუზიაც წინა ილუზიის ვარიაციაა. როგორც კი რომელიმე წერტილს შეხედავთ, ის მოძრაობას შეწყვეტს, მაგრამ დანარჩენი წერტილები ტრიალს დაიწყებენ.
3. პაკ-მანის ილუზია
თუკი ცენტრში მოთავსებულ ჯვარს დააკვირდებით, რამდენიმე წამის შემდეგ მოგეჩვენებათ, რომ ჯვრის გარშემო მწვანე დისკი დაიწყებს ტრიალს, მოგვიანებით კი იასამნისფერი დისკები საერთოდ გაქრება და დარჩება მხოლოდ მწვანე დისკი.
2. კაფელების ილუზია
თუ ამ ოპტიკური ილუზიას დააკვირდებით, მოგეჩვენებათ, რომ ჰორიზონტალური ხაზები არასწორადაა გავლებული. სინამდვილეში ხაზები ერთმანეთის პარალელურია.
1. ჭადრაკის დაფის ილუზია.
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ა უჯრედი უფრო მუქია, ვიდრე ბე უჯრედი. სინამდვილეში ორივე უჯრედი ერთი და იგივე ფერისაა.
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ფლორა და ფაუნა:    • ცხოველები და მცენარეები

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან