ზუგდიდში ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ იმსჯელეს

10/19/2018
Radio Atinati-ის მიერ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ეკონომიკისა სამინისტროს წარმომადგენლებმა, რეგიონის ფერმერებმა, ადგილობრივი მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეხვედრა, რომლის ორგანიზატორები ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია \"ფიფლ ინ ნიდ\" და \"სოფლად თემთა განვითარების სააგენტო\" იყვნენ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის \"სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის\" ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ფერმერების, ბიზნესისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის დიალოგის გზით სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გაუმჯობესება.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან