როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას - შეხვედრა ზუგდიდში

02/06/2019
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და საზოგადოების სხვა წევრებთან რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებისა და ნატოსა და ევროკავშირის სიკეთეების შესახებ შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაზე ესაუბრნენ.
შეხვედრას ექსპერტი, ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი უძღვებოდა, რომელმაც განმარტა, რომ ყოველდღიურ რუსულ პროპაგანდას არა ანტიპროპაგანდით, არამედ სწორი ინფორმაციის გავრცელებით უნდა ვებრძოლოთ.
„ყოველდღიურად სოციალურის ქსელის თუ სხვა საშუალებებით რუსული იმპელიასტური მანქანა ავრცელებს მითებს ევროკავშირთან და ნატოსთან მიმარებით, რომელიც მორგებულია ჩვენს ისტორიაზე, ტრადიციებზე, ამას სწორედ რომ ინფორმირებული არჩევანი უნდა დავუპისიპიროთ იმ სიკეთეების შესახებ, რომელსაც ევროკავშირი გვაძლევს და გვეხმარება ვიყოთ თვითმყოფადები, ისევე, როგორც ნატო არის მუდმივი ერთიანობისა და უსაფრთხოების გარანტი, მხარდამჭერი. ამიტომაც აუცილებელია, რომ პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდეს ადამიანებთან, რომ შეძლონ ამ მითებთან გამკლავება და არ გახდნენ მცდარი ინფორმაციის მსხვერპლი“, - აღნიშნა ფარეშიშვილმა.
შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთის, როგორც ქართული სახელმწიფოს მტრის ქმედებებს შეფასება უნდა მიეცეს.
აბაშის მერმა ლევან მაკალათიამ განმარტა, რომ მუნიციპალიტეტს თვალსაჩინო მაგალითები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სარგებელს ხედავს კონკრეტულად აბაშა ევროპისგან.
„ადგილობრივ ხელისუფლება გვაქვს ხელჩასაჭიდი მაგალითები იმისა, თუ რა სიკეთეები მოაქვს ევროპას. თითოეული სიკეთე არის ამ ხალხთან მისული და აუცილებელია, რომ ავუხსნათ, რა სარგებელი მოაქვს ევროპას, რომ არის ჩვენი ისტორიული არჩევანი და ამ მიმართულებით ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას“, - თქვა მაკალათიამ.
შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და დამსწრეებმა ცენტრის წარმომადგენლის ანა ცანავას პრეზენტაციას მოუსმინეს. ცანავამ მათ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
„ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. მოგეხსენებათ, რამდენად ძლიერია რუსული პროპაგანდა, რომ შექმენას ნიჰილისტური განწყობები და შეაფერხოს დასავლური ინტეგრაციას. ამიტომაც მნიშვნელოვანია ადამიანებს ჰქონდეთ უტყუარი ინფორმაცია“, - განმარტმა ცანავამ.
პროექტის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, დაგეგმილია 60-მდე შეხვედრა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან