იან კელი ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე იმყოფებოდა

26.01.2017 02:15

აშშ-ს ელჩი იან კელი ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტიის ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებს ესტუმრა. მან მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა. ელჩმა შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც ეს პუნქტები დაიხურება. კელიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და შესაბამისად, არანაირ ადმინისტრაციულ საზღვარსა თუ გამშვებ პუნქტებს. კელიმ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შემთხვევაში, მოწყვლადი ჯგუფების გადაადგილების პრობლემა შეიქმნება. საუბარია მოხუცებზე, ბავშვებსა და ავადმყოფებზე, რომლებიც სხვადასხვა საჭიროების გამო, 50 კილომეტრის გავლა მოუწევთ. ელჩის თქმით, ეუთოსა და ჟენევის დისკუსიებზე, ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ. „მე შევხვდი ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლებს ზუგდიდში. ისინი ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ ამ რეგიონში, რაც არის კონტროლი არსებული სიტუაციიის. ჩვენ გაეროსა და ევროკავშირთან ერთად, ვეცდებით, მოვიძიოთ ის გზები, რითაც შეიძლება ეს გადაწყვეტილება გადაისინჯოს“, - განაცხადა კელიმ. ადგილობრივების თქმით, ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის გამო მათ ენგურის ხიდამდე დიდი მანძილის გავლა მოუწევთ. ეს კი დამატებით პრობლემებს გამოიწვევს. გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მცხოვრებლებმა გუშინ აქცია გამართეს, სადაც ნაბაკევის საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვა გააპროტესტეს. გასული წლის დეკემბერში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნაბაკევისა და ოტობაიას გადასასვლელების გაუქმება იანვრის ბოლოსთვის იგეგმებოდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

იან კელი: ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფალთა ქცევა ნდობას არ იმსახურებს
01:04

იან კელი: ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფალთა ქცევა ნდობა...

TV IMEDI

გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გახსნა
01:20

გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გახ...

Radio Atinati

იან კელი-აშშ-ის მომავალი ელჩი საქართველოში
04:39

იან კელი-აშშ-ის მომავალი ელჩი საქართველოში

ამერიკის ხმა

იან კელი - მხარდაჭერა, რაც ჰქონდა საქართველოს, გაგრძელდება
00:41

იან კელი - მხარდაჭერა, რაც ჰქონდა საქართველოს, გაგრძელდება

PalitraNews

იან კელი: ვინც არ უნდა იყოს ამ საშინელ თავდასხმაში დამნაშავე, იგი აუცილებლად დაისჯება
01:49

იან კელი: ვინც არ უნდა იყოს ამ საშინელ თავდასხმაში დამნაშავე...

FrontNews Ge

იან კელი კრწანისის სასწავლო ცენტრში უცხო პირების შეჭრის ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს
00:47

იან კელი კრწანისის სასწავლო ცენტრში უცხო პირების შეჭრის ფაქტ...

PalitraNews

იან კელი:ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნებმა ასახა ქართველი ხალხის ნება
01:09

იან კელი:ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნებმა ასახა ქართველი ხალხის...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

იან კელი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს
00:37

იან კელი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო