გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გახსნა
ზუგდიდში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახლადაშენებული C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გახსნა. მან მოსახლეობას ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი სერვისებით სარგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ნეიტრალური პასპორტების მქონე პირებიც შეძლებენ. " მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის მთავრობამ და კომპანია "გილეადმა" გაითვალისწინეს ეს ფაქტორი და დაგვრთეს ნება, ნეიტრალური პასპორტების მქონე პირებმა ამ ცენტრში იმკურნალონ. ზუგდიდი შეირჩა იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ამ რეგიონში C ჰეპატიტის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი იფუნქციონირებს ზუგდიდში. მინდა, ამ რეგიონის ყველა მცხოვრებს ვუსურვო ჯანმრთელობა", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი, სადაც ბენეფიციარები სკრინინგს, დიაგნოსტიკას, ექიმის კონსულტაციას, რეგისტრაციასა და მედიკამენტებს ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ. პრემიერ-მინისტრთან ერთად ზუგდიდში იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
პრემიერ-მინისტრმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგი...
Radio Atinati
"ოცნების" მერობის კანდიდატების დაპირებები სამეგრელოს მოსახლე...
Radio Atinati
პრემიერმა ამბროლაურის აეროპორტში ასაფრენი ბილიკი გახსნა
Giorgi Kvirikashvili
ვლაქერნობა ზუგდიდში
Radio Atinati
არასამთავრობო დევნილებისთვის სასმელად ვარგისი წყლის მიწოდება...
Radio Atinati
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კონფერენციის შემდეგ ზუგდიდი უკომ...
Radio Atinati
ზუგდიდის საკრებულოში სარალიძის საკითხს ხმაური მოჰყვა
Radio Atinati
რუხი მოლში მაღაზია "საგა" გაიხსნა
Radio Atinati