ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომლის მშენებლობა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა, გაიხსნა, - 1 100 მეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის სიგანე 30 მეტრია, შეუძლია, შეზღუდვის გარეშე მიიღოს L 410 (19-ადგილიანი) ტიპის საჰაერო ხომალდები.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაპროექტებული აეროპორტის ახალი ასაფრენი ბილიკი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. გიორგი კვირიკაშვილი იმ საჰაერო ხომალდის მგზავრი იყო, რომელიც ახლად გახსნილმა ასაფრენმა ბილიკმა პირველად მიიღო.
რაჭა-ლეჩხუმის განვითარების სრულიად ახალი ეტაპის დაწყება, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნა და რეგიონის მოსახლეობას დღევანდელი დღე მიულოცა.
\"დღეს ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა. ერთი თვის წინ, როდესაც კომპანია \"ბლაუენშტაინში\" ფერმერები მოვინახულე, ამ ადგილზე ტრიალი მინდორი იყო. დღეს აქ არის აეროდრომი, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის ამ რეგიონისთვის - უპირველეს ყოვლისა აქ მცხოვრებლებისთვის, რადგან აქ იქნება რეგულარული რეისები და რაჭაში, წლის ნებისმიერ დროს, შესაძლებელი იქნება ერთ საათზე ნაკლებ დროში ამოსვლა, ასევე - დედაქალაქში ნებისმიერ დროს ჩასვლა\", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი რამ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და უმნიშვნელოვანესია ტურიზმის განვითარებისთვის.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რეგიონში, სულ მალე იქნება ბევრი ტურისტი, განვითარდება ინფრასტრუქტურა, ახალი საოჯახო ტიპის სასტუმროები და ზამთრის კურორტები, რაც აქამდე შესაძლებელი არა იყო და, ახალი აეროდრომის მეშვეობით, რეალურია.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე, სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაც დასრულდება და ამბროლაურში სრულიად გამართული, საერთაშორისო სტანდარტების სამთო აეროდრომი იქნება.
\"ეს ჯერ პირველი ნაბიჯია. ჩვენ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს კურორტების განვითარებასთან დაკავშირებით - შოვი, უწერა. აუცილებლად აშენდება გზა, რადგან რეგიონის განვითარებას მხოლოდ აეროპორტი არ ეყოფა. გომი-საჩხერე-რაჭა აუცილებლად აშენდება. ეს არის არა მხოლოდ დანაპირები, არამედ, ჩემს თავსა და გონებაში, ეს არის დასრულებული გეგმა. ამიტომ, მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ძალიან დიდი რამ იწყება - რაჭა-ლეჩხუმის განვითარების ახალი ეტაპი. ამ აეროდრომის გარდა, ჩვენ მომავალ წელს ვიწყებთ ახალი აეროდრომის მშენებლობა ომალოში; ასეთივე ტურისტულ აეროდრომს ავაშენებთ ახალქალაქში, ზუგდიდში და კიდევ არაერთ რაიონში. ეს აეროდრომი იქნება არა მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმის, არამედ ქვეყნის მთლიანი ინფრასტრუქტურის სივრცითი განვითარების სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი\", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ადამიანებს, რომლებიც დღევანდელ დღეს იმედით ელოდნენ; მათ, ვინც შეუძლებელი შეძლო და ერთი თვის განმავლობაში დღე და ღამე გაასწორა, რათა აეროდრომი მოკლე დროში დაესრულებინა; კომპანია \"ბლექ სი გრუპს\", რომელმაც მოკლე დროში ხარისხიანი სამუშაო შეასრულა.
გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე მადლობა გადაუხადა \"აეროპორტების გაერთიანებას\" და მის ხელმძღვანელ ქეთევან ალექსიძეს; სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს - გურამ ჯალაღონიას; \"საქაერონავიგაციას\" - გოჩა მეზვრიშვილს.
პრემიერის განსაკუთრებული მადლობა მიიღეს - რეგიონის გუბერნატორმა პარმენ მარგველიძემ, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს რეგიონისთვის და პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომლის ყოველდღიური მენეჯმენტის გარეშე, ეს შეუძლებელი იქნებოდა.
\"ეს იქნება ახალი ეტაპი, რეგიონის თითოეული მცხოვრების კეთილდღეობის მშენებლობის გზაზე\", - მიმართა პრემიერმა აეროდრომზე შეკრებილ მოსახლეობას.
ამბროლაურში აეროპორტის მშენებლობის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რის შესახებაც განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა 16 აგვისტოს გააკეთა. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამშენებლო სამუშაოები უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა.
ასაფრენი ბილიკის მშენებლობაზე 125 ადამიანი დასაქმდა, საიდანაც 75 ადგილობრივი მცხოვრები იყო.
ამბროლაურის აეროპორტი თანამედროვე სისტემებით და საჭირო სპეცავტოტექნიკით აღიჭურვება და 30-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონ ლარს აჭარბებს. რეგიონის ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, შესწავლის სტადიაშია ასაფრენი ზოლის დაგრძელების პერსპექტივა, რათა აეროპორტმა 50-ადგილიანი საჰაერო ხომალდების მიღება შეძლოს.
საქართველოს მასშტაბით, რეგიონული აეროპორტების მშენებლობა, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის, ყველაზე მოცულობითი - სივრცითი მოწყობის მიმართულების, უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
#4პუნქტიანიგეგმა #სივრცითიმოწყობა