ამბროლაურის აეროპორტი
ამბროლაურში აეროპორტი გაიხსნა, რომლის მშენებლობა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა. ახალმა აეროპორტმა უკვე მიიღო პირველი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმყოფებოდა. პრემიერმა შეკრებილ მოსახლეობას აეროპორტის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ "ეს მხოლოდ დასაწყისია". მთავრობის მეთაური დღესვე, ამბროლაურის აეროპორტის თანამედროვე დიზაინის, სრულიად ახალ სამგზავრო ტერმინალს გახსნის, რომელიც ასევე უმოკლეს დროში აშენდა. ამბროლაურის აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის - 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ.-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი. პერსპექტივაში გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთნაკადის ზრდის შემთხვევაში - ტერმინალის გაფართოებაც. ამბროლაურში აეროპორტის მშენებლობის ინიციატივა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის, რაზეც მუშაობა 2016 წლის აგვისტოდან დაიწყო. სექტემბერში გაფორმდა ხელშეკრულებები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან, რომლებმაც სამუშაოები უმოკლეს ვადებში შეასრულეს. ოქტომბრის დასაწყისში დასრულებული იყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაპროექტებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. პრემიერი იმ საჰაერო ხომალდის მგზავრი იყო, რომელიც 6 ოქტომბერს, ახლად აშენებულ საფრენ ბილიკზე დაეშვა. ამბროლაურის აეროპორტი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და გაზრდის რეგიონის სატრანსპორტო მისაწვდომობას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საქართველოს მასშტაბით, რეგიონული აეროპორტების მშენებლობა, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის, ყველაზე მოცულობითი - სივრცითი მოწყობის კომპონენტის, უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მთავრობა, ამ მიმართულებით, მუშაობას განაგრძობს. #ოთხპუნქტიანიგეგმა #სივრცითიმოწყობა #ინფრასტრუქტურა2017 საქართველოს სამშენებლო კომპანიები | Thouse.ge | ჩვენთან დაკავშირება: FACEBOOK: https://www.facebook.com/thouse.ge/ Twitter: https://www.facebook.com/thouse.ge/ GooGle+: https://plus.google.com/1092786495389... Email: [email protected] Web page: http://thouse.ge/
THOUSE GE-ის სხვა ვიდეოები
01:52
როგორი იქნება თბილისში ვეფხვი და მოყმის “დაკიდული”...
01:17
ენერგოეფექტური სამშენებლო მასალა იტონგი - Ytong
01:34
სამშენებლო კომპანია Mardi House | Samsheneblo komp...
02:59
ავტომაგისტრალი რიკოთზე ( 96 ხიდი და 53 გვირაბი ) მ...
00:35
ბიზნეს სახლის პროექტი
02:28
„m² ჯგუფმა“ „სვეტის“ შეჩერებული პროექტების მშენებლ...
00:24
"ალიანს ჯგუფმა " აშშ-ში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტე...
50:54
„ალიანს ჯგუფმა“ RCI - თან ხელშეკრულება გააფორმა
მსგავსი ვიდეოები
ამბროლაურის მიმართულებით მგზავრთა ნაკადი მცირდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აფრენა ამბროლაურის აეროპორტიდან
Ilia Chachibaia
ამბროლაურის აეროპორტი ფუნქციონირებას 2017 წლის იანვრიდან დაი...
PalitraNews
ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა 16...
Tv Dia
პრემიერმა ამბროლაურის აეროპორტში ასაფრენი ბილიკი გახსნა
Giorgi Kvirikashvili
ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურის აეროპორტი გახსნა
Giorgi Kvirikashvili
პრემიერმა ამბროლაურის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალი გახსნა
Giorgi Kvirikashvili