პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურის აეროპორტი გახსნა
ამბროლაურში აეროპორტი გაიხსნა, რომლის მშენებლობა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა. ახალმა აეროპორტმა უკვე მიიღო პირველი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმყოფებოდა. პრემიერმა შეკრებილ მოსახლეობას აეროპორტის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ "ეს მხოლოდ დასაწყისია". მთავრობის მეთაური დღესვე, ამბროლაურის აეროპორტის თანამედროვე დიზაინის, სრულიად ახალ სამგზავრო ტერმინალს გახსნის, რომელიც ასევე უმოკლეს დროში აშენდა. ამბროლაურის აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის - 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ.-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი. პერსპექტივაში გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთნაკადის ზრდის შემთხვევაში - ტერმინალის გაფართოებაც. ამბროლაურში აეროპორტის მშენებლობის ინიციატივა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის, რაზეც მუშაობა 2016 წლის აგვისტოდან დაიწყო. სექტემბერში გაფორმდა ხელშეკრულებები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან, რომლებმაც სამუშაოები უმოკლეს ვადებში შეასრულეს. ოქტომბრის დასაწყისში დასრულებული იყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაპროექტებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. პრემიერი იმ საჰაერო ხომალდის მგზავრი იყო, რომელიც 6 ოქტომბერს, ახლად აშენებულ საფრენ ბილიკზე დაეშვა. ამბროლაურის აეროპორტი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და გაზრდის რეგიონის სატრანსპორტო მისაწვდომობას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საქართველოს მასშტაბით, რეგიონული აეროპორტების მშენებლობა, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის, ყველაზე მოცულობითი - სივრცითი მოწყობის კომპონენტის, უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მთავრობა, ამ მიმართულებით, მუშაობას განაგრძობს. #ოთხპუნქტიანიგეგმა #სივრცითიმოწყობა #ინფრასტრუქტურა2017
Giorgi Kvirikashvili-ის სხვა ვიდეოები
05:10
„დროის კაფსულის“ ჩადების საზეიმო ცერემონია
11:45
პრემიერ-მინისტრის და ევროკომისრების ერთობლივი განც...
01:20
მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მი...
01:49
ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ს...
05:39
,,სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტი...
22:47
პრემიერის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლე...
00:51
მცხეთის კულტურის ცენტრის გახნის ცერემონია
05:00
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ფორუმს დაესწრო
მსგავსი ვიდეოები
პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურის აეროპორტი გახსნა
Giorgi Kvirikashvili
პრემიერმა ამბროლაურის აეროპორტში ასაფრენი ბილიკი გახსნა
Giorgi Kvirikashvili
პრემიერმა ამბროლაურის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალი გახსნა
Giorgi Kvirikashvili
364 დღეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რკინიგზა შევა
Giorgi Kvirikashvili
ამბროლაურის აეროპორტი
THOUSE GE
ამბროლაურში აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გაიხსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
პრემიერ-მინისტრი ამბროლაურში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ვაკის ამომრჩეველთან
Giorgi Kvirikashvili