საქართველოში იწყება განვითარების ეტაპი, რომლის მსგავსი მასშტაბები ქვეყანას არ ახსოვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურის აეროპორტის თანამედროვე დიზაინის, სრულიად ახალ სამგზავრო ტერმინალს გახსნისას განაცხადა.
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის ახალი სიცოცხლე - ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა ამბროლაურის საერთაშორისო სტანდარტების აეროპორტის გახსნა და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მთავრობის უდიდესი გეგმებისა, რომელთა განხორციელებაც მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.
\"რაჭაში, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის მოდელი, როგორიც იქნება ჩვენი საქართველო, სულ რამდენიმე წლის შემდეგ. აქ არ იგულისხმება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ ოთხპუნქტიანი გეგმის შემადგენელი სრულიად სხვა მიმართულებები - ადგილობრივი ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერა; ოჯახური და მოზრდილი სასტუმროების მხარდაჭერა და მიკროგრანტების პროგრამა, რომელიც მიკრომეწარმეებს ოჯახური მეურნეობების გამართვაში ეხმარება. რა თქმა უნდა, ეს არის უამრავი ჩამომსვლელი ტურისტი, რომელიც ამ რეგიონის მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავალია. ეს აეროპორტი არის რაჭა-ლეჩხუმის ჭიშკარი, რომლითაც უამრავი ტურისტი ჩამოვა აქ და ეს იქნება თითოეული ოჯახის ბიუჯეტში მიტანილი კეთილდღეობა\", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონი, რამდენიმე წლის წინ, დაცლის საფრთხის წინაშე იყო, თუმცა დღეს უკვე ახალგაზრდები ბრუნდებიან და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში ერთვებიან.
\"ჩვენ არა მხოლოდ ავიცილეთ რეგიონის დაცლის საფრთხე, არამედ, მას სრულიად ახალი სუნთქვა ჩავბერეთ და ეს ძალიან დიდი დასაწყისია. მჯერა, სულ რამდენიმე წელში, ჩვენ აქ ვნახავთ წელგამართულ, თავაწეულ, ამაყ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი პროფესიონალიზმით, მარიფათით, ბიზნესის კეთების შესაძლებლობით, არჩენენ საკუთარ ოჯახებს და დაასაქმებენ სხვებსაც. რაც ძალიან მახარებს, არის ის, რომ აქ რეგიონის მკვიდრი უამრავი ახალგაზრდა ბრუნდება და ახალ საქმეს იწყებს\", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა განათლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება პროფესიულ განათლებაზე იგეგმება.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე, ხაზი გაუსვა კოოპერაციის განვითარების როლს და კომპანია \"ბლაუენშტაინის\" საწარმოში სტუმრობა გაიხსენა, რომელიც კოოპერაციის გზით, შვეიცარიელი ინვესტორთან ერთობლივი ინვესტიციით, თანამედროვე სტანდარტების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწარმოებს. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს მოდელი უნდა გავრცელდეს მთელს საქართველოში, რაც ნიშნავს უამრავ ახალ, კვალიფიციურ მუშახელს, მრავალ წელგამართულ ადამიანს და ბევრ დაბრუნებულ ახალგაზრდას. პრემიერის შეფასებით, ეს მოდელი გააჯანსაღებს ქვეყნის მეურნეობას ისე, რომ მეპატრონედ ადგილობრივი მცხოვრები დარჩება.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამბროლაურის აეროპორტის მშენებლობაში ჩართულ ყველა ადამიანს - მშენებელ კომპანიებს \"ბლექ სი გრუპს\" და \"დაგის\", რომლებმაც აეროდრომისა და ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები, ძალიან რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, უპრეცედენტოდ მოკლე დროში დაასრულეს.
პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა დიმიტრი ქუმსიშვილს, ქეთევან ალექსიძეს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, \"საქაერონავიგაციას\" და წარმატებები უსურვა ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც \"ძალიან დიდი ესტაფეტა ჩაიბარა და მოუწევს ადგილობრივი მცირე მეწარმეების დახმარება სახელმწიფო პროგრამებით, რათა ყველა ადამიანი წელში გაიმართოს და ახალი მოძრაობა შეიქმნას არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ - მთელს საქართველოში\".
\"დარწმუნებული ვარ, საქართველოში ჩვენ ვიწყებთ პერიოდს და მშენებლობას, რომელიც არ ახსოვს საქართველოს; მასშტაბებს, რომელიც არ ახსოვს საქართველოს. ეს იქნება სრულიად ახალი ტიპის, ახალი დინამიკის განვითარების ფაზა. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ოთხ თვეში მართლაც სასწაული შევძელით. ასეთი სასწაული მოხდება მთელს საქართველოში და გავრცელდება თითოეულ ოჯახში, ეს იქნება თითოეული ოჯახის კეთილდღეობა. გილოცავთ 2017 წელს, გილოცავთ ამბროლაურის აეროპორტის გახსნას\", - მიმართა პრემიერმა აეროპორტის გახსნაზე შეკრებილ სტუმრებს.
მთავრობის მეთაურმა ახლად გახსნილი, თანამედროვე სამგზავრო ტერმინალი დაათვალიერა და აეროპორტის თანამშრომლებს წარმატებები უსურვა.
#ოთხპუნქტიანიგეგმა #სივრცითიმოწყობა #ინფრასტრუქტურა2017