შეხვედრა ვაკის ამომრჩეველთან
ჩვენ გვინდა ბედნიერი ქვეყანა, ჩვენ გვინდა სიყვარულზე დაფუძნებული ქვეყანა, რომლის აშენებაც, დამერწმუნეთ, ყველა თქვენგანის ჩართულობით, აბსოლუტურად შესაძლებელია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვაკის პარკში გამართულ შეხვედრაზე. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ვაკის ამომრჩეველს დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები - ზაზა ხუციშვილი და ბიძინა გეგიძე წარუდგინა და მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ბოლო 4 წლის მანძილზე განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მთავარი ამოცანა ქვეყნის სწრაფი განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობაა. „ეჭვი არავის შეაქვს ჩვენს გამარჯვებაში , მაგრამ გამარჯვებაც არის და გამარჯვებაც . ისე უნდა გავიმარჯვოთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილური, შეუქცევადი განვითარება უზრუნველვყოთ და აღარ უნდა ვისაუბროთ წარსულზე. ჩვენ სწორი ფასეულობების ირგვლივ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება, დავასრულოთ ღვარძლი, სიძულვილი და სიყვარულის კარი გავხსნათ მომავალი თაობებისთვის, ჩვენი მოხუცებისთვის. ჩვენ უნდა დავამშვიდოთ ქვეყანა, დავასრულოთ თავქარიანი პოლიტიკოსების ეპოქა და დავიწყოთ სულ ახალი, მომავლის პოლიტიკოსების ეპოქა. აუცილებლად უნდა ვთქვა - გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ იხილა საღამოს დებატები და მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი საზოგადოების წინაშე წარსდგა თანამედროვე, სრულიად ახალი ტიპის ლიდერებისგან შემდგარი გუნდი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალზე საუბრობდნენ . ჩვენ შეგვიძლია პირნათლად ვთქვათ , რომ მთავარი ამოცანა არის ძალიან სწრაფი პროგრესი ქვეყანაში,“ - აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, დღეს საქართველოში გაიხსნა ქარის პირველი ელექტროსადგური, რომელიც არის ახალი სიტყვა ქართულ ენერგეტიკაში. მან ასევე ისაუბრა ამბროლაურის ახალ აეროდრომზე და მომავალი 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებზე. „დღეს დილით ჩვენ გავხსენით ქარის ახალი ელექტროსადგური, პირველი ელექტროსადგური საქართველოში, რომელიც გახლავთ სრულიად ახალი სიტყვა ქართული მაღალტექნოლოგიური ენერგეტიკის განვითარებაში. ასევე დღეს შუადღეს მე პირველად დავჯექი ამბროლაურის ახალ აეროდრომზე. თქვენ ხედავთ თუ რა ტემპში მუშაობს წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობა და გპირდებით, რომ ჩვენი გუნდი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით იმუშავებს არჩევნების შემდეგ. ეს არის ჩვენი მთავარი პირობა, რომ მომავალი ოთხი წლის მანძილზე იქნება არნახული დინამიკა ქვეყანაში. ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი მაღალტექნოლოგიური განათლების სისტემა, რომლის მთავარი ღერძი იქნება ეროვნული, პატრიოტული სულისკვეთება გაღვივება და მომავალ თაობებში გადაცემა. ჩვენ დავასაბუთებთ იმას, რომ შესაძლებელია იყო ყველაზე თანამედროვე და ამავე დროს ყველაზე მეტად უფრთხილდებოდე ტრადიციებს. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენს ქვეყანას შეუქმნათ სრულიად ახალი, მოდერნიზებული, ევროპული ხარისხის ინფრასტრუქტურა, რაც იქნება არნახული ბიძგი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ ოთხ წელიწადში სრულიად შევცვლით მმართველობის სისტემას. ოთხ წელიწადში ჩვენ გავატარებთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცვლილებებს, შევქმნით სრულიად ახალი ტიპის საპენსიო სისტემას. ჩვენ კიდევ უფრო განვავითარებთ დამწყები ბიზნესის დაფინანსების მექანიზმებს ჩვენი ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. გიორგი კვირიკაშვილი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ მთავრობის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი კვლავაც ნაკარნახევი იქნება ქვეყნისა და ხალხის სიყვარულით. „მეგობრებო, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ მომავლის საქართველო, ის საქართველო, რომელიც ყველა ჩვენგანს გულში ენატრება; ის სამშობლო, რომლის თაობაზეც ბავშვობაში მშობლები და ჩვენი წინაპრები გვასწავლიდნენ, რომ ოდესმე თურმე დიდი ყოფილა საქართველო. ამ დიდ საქართველოს გაუმარჯოს!“ - აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას. #არჩევნები2016
Giorgi Kvirikashvili-ის სხვა ვიდეოები
05:10
„დროის კაფსულის“ ჩადების საზეიმო ცერემონია
11:45
პრემიერ-მინისტრის და ევროკომისრების ერთობლივი განც...
01:20
მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მი...
01:49
ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ს...
05:39
,,სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტი...
22:47
პრემიერის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლე...
00:51
მცხეთის კულტურის ცენტრის გახნის ცერემონია
05:00
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ფორუმს დაესწრო
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა ვაკის ამომრჩეველთან
David Narmania
რეფორმერის ვლოგი • ეპიზოდი 13
Reformer - რეფორმერი
რეფორმერის ვლოგი • ეპიზოდი 15
Reformer - რეფორმერი
შეხვედრა ვაკის რაიონის ამომრჩევლებთან 24/05/2014
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
„ქართული დასის“ შეხვედრა ამომრჩევლებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 მაჟორიტარობის კანდიდატის შეხვედრა ამომრჩევლე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ვაკის მოსახლეობასთან
ქართული ოცნება / Georgian Dream
შეხვედრა ვაკის მოსახლეობასთან 12.06.2014
David Usupashvili