პრემიერ-მინისტრმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა ზუგდიდში

23.07.2016 03:09

მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე საზოგადოებას სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

ქალაქი ზუგდიდი - ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, მარტვილი-აბაშის მუნიციპალიტეტები - სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, წალენჯიხა-ჩხოროწყუ - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა, სენაკი -სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბერაია, თვითმმართველი ქალაქი ფოთი - ბიზნესმენი ირაკლი ხახუბია, ხობის მუნიციპალიტეტი - გოდერძი ბუკია.

ქვეყნის მასშტაბით, საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

რადიო "ათინათი"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:
SkillHub