„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კონფერენციის შემდეგ ზუგდიდი უკომენტაროდ დატოვეს
ზუგდიდის კულტურის ცენტრ „ოდიშში“ „ქართული ოცნების“ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და გენერალური მდივანი თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ, რომელთაც ზუგდიდი ჟურნალისტებთან კომენტარის გარეშე დატოვეს. დღეს პარტიამ ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, დელეგატები და ბიურო აირჩია. აღნიშნულ პოსტს ზუგდიდის მერი ლაშა გოგია დაიკავებს.“მადლობა გუნდს, მათ ერთხმად ამირჩიეს. ეს დიდი პასუხიsმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მოსახლეობის ხვალინდელი დღის კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა გოგიამ. შეხვედრაზე ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაიაც იმყოფებოდა.„იყვნენ საპატიო სტუმრები, იყო მსჯელობა გავლილ გზასა და გამოწვევებზე. შევთანხმდით, რომ ერთიანად გავაგრძელებთ მუშაობას ხვალინდელი დღისთვის“, - თქვა ქვარაიამ. კულტურის ცენტრ „ოდიშში“, სადაც აღნიშნული კონფერენცია გაიმართა, პარტიის რეგიონული ორგანიზაციის წევრები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და ზუგდიდის მერიის აიპი-ების თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მერაბ ქვარაიას განმარტებით, შეხვედრას დელეგატები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.„თუ რომელიმე საჯარო მოხელე იმყოფებოდა აქ, დარწმუნებული ვარ, ექნებოდა კანონიერი საფუძველი, შესაბამისად, რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ“, - განმარტა მაჟორიტარმა"ქართული ოცნების" რეგიონული კონფერენცია ზუგდიდში, დაახლოებით, 40 წუთს გაგრძელდა. Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია - შეფასებები თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი კობახიძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების“ კონფერენცია ხულოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების“ კონფერენცია სამეგრელო-ზემო სვანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ახლადაშენებული სპორტულიკომპლექსი...
TV IMEDI
ზარზმის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster