ფინეთის ელჩმა ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ზუგდიდში ისაუბრა
ფინეთის ელჩმა არია მაკონენმა ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ის შეკრებილებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ესაუბრა. ფინეთის დილოპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა ადგილობრივებს საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაც გაუზიარა. „თუ ვილაპარაკებთ ფინეთის გამოცდილებაზე, ეს არ იყო ერთი ნაბიჯი და ხვალ ყველაფერი კარგად იქნება, ეს არის ძალიან გრძელვადიანი პროცესი, რამაც მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე. თუ მკითხავთ, რა უნდა გააკეთონ საქართველოს მოქალაქეებმა, იმისთვის, რომ მიიღონ ისეთი შედეგი, როგორიც ევროპამ, უნდა იმუშაოთ ბევრი, ყოველდღიურად, უნდა გაატაროთ რეფორმები“, - აღნიშნა დიპლომატმა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
NATO-ს გაფართოება ჩრდილოეთით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოსკოვის პასუხი ფინეთს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფინეთის ელჩი ზუგდიდში
Livepress. ge
ფინეთის პრემიერმინისტრს მგზავრობა საპირფარეშოს კაბინაში მოუწ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფინეთის თავდაცვის მინისტრმა JTEC მოინახულა
თავდაცვის სამინისტრო
"ფინეთის ისტორია" - ჰენრიკ მეინანდერის წიგნის პრეზენტაცია
Ilia State University
ფინეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო