ზუგდიდში საშემოდგომო სკოლა „საქართველოს ევროინტეგრაცია“ გაიხსნა
დღეს ზუგდიდში სტუდენტებისთვის საშემოდგომო სკოლა „საქართველოს ევროინტეგრაცია“ გაიხსნა. სკოლის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან ევროკავშირის ისტორიას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, უვიზო მიმოსვლის საკითხებს, ევროკავშირის მოქმედ პროგრამებსა და იმ სარგებელს, რასაც ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესს მოაქვს. სკოლა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პაპუნა შენგელაიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილმა გახსნეს. „სტუდენტურ ახალგაზრდობას უნდა მიაწოდო ინფორმაცია ევროკავშირზე, ნატოზე, DCFTA-სა და სხვა საკითხებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას ეხება. გარდა ამისა, სკოლაში ინფორმაციას მიაწვდიან კომუნკიაციის სტრატეგიაზე, ვგულისხმობ ნატოსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებას“, - განაცხადა შენგელიამ.„გარდა სხვადასხვა ინფორმაციისა, ერთი დღე დაეთმობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებას ვაჭრობაში. მნიშვნელოვანია მსგავსს საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობა“, - აღნიშნა „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) წარმომადგენელმა მაია ერისთავმა. სკოლა 27 სექტემბერს დაიხურება და მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემა. საშემოდგომო სკოლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) – ის პროექტთან „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) თანამშრომლობით იმართება. მსგავსი პროექტის განხორციელება საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც იგეგმება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ქალაქის მაჟორიტარი მერიასა და საკრებულოში საკონსულტაციო ოთახ...
Radio Atinati
ვლაქერნობის დღესასწაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში ყველა ბიუსტს სამოქალაქო აქტივისტებმა თვალზე წითელი...
Maestro Television
აქცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვერ დაგვაბრმავებთ - ზუგდიდში აქციის ძალის გამოყენებით დაშლა...
Radio Atinati
გაერთიანებული ოპოზიცია გადასატანი ყუთის მეშვეობით გაყალბების...
Radio Atinati
კომბინატის სპორტკომპლექსის გადასარჩენად
მაუწყებელი • Mautskebeli
ზუგდიდში კიბოს სკრინინგის თემაზე იმსჯელეს
Radio Atinati