ქალაქის მაჟორიტარი მერიასა და საკრებულოში საკონსულტაციო ოთახის შექმნას ითხოვს
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ ადგილობრივ თვითმმართველობაში საკონსულტაციო ოთახი შეიქმნება. ამის შესახებ მან საკრებულოს დეპუტატებთან შეხვედრაზე ისაუბრა. ქვარაიამ საკრებულოს თვმჯდომარეს მამუკა წოწერიას მიმართა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებს ხშირად პროგრამების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. „კარგი და ეფექტური იქნება, თუ თვითმმართველობაში გაკეთდეს საკონსულტაციო ოთახი, ამოქმედდეს ცხელი ხაზი, რომელიც ძალიან მარტივად, მოქნილად მიაწვდის ინფორმაციას დაინტერესებულ მოქალაქეს, დაეხმარება მათ პროექტის მომზადებაში, რადგან ცოდნა არის არასაკმარისი და პრაქტიკულად, ეს იქნება დამხმარე რგოლი ამ პროგრამებსა და მოქალაქეებს შორის“, - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ. მისი ინიციატივა საკრებულოს თავმჯდომარემ მოიწონა. დეპუტატებმა მერაბ ქვაიარას უთხრეს, რომ ძირითადად პრობლემები უძრავ ქონებას უკავშირდება. ისინი ამბობენ, რომ მიწის ნაკვეთებისა და შენობების ნაწილი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, გამოუყენებელია, რაც მოსახლეობასა და თვითმმართველობას ეფექტურად მუშაობის საშუალებას არ აძლევს. „პრობლემები ეხება როგორც ქონების საკითხებს, მიწის საკითხებს, ასევე, სტატისტიკის ადგილობრივი რგოლის არსებობის მნიშვნელობასა და სხვა ადგილობრივი ტიპის სისტემურ საკითხებს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის გამოწვევა და ვფიქრობთ, რომ ქვეყნის კურსი დეცენტრალიზაციის მიმართულებით და დოკუმენტი, რომელზეც ვმუშაობთ, სწორედ მათ მოგვარებას ითვალისწინებს. ჩვენი ქვეყანა არის მნიშვნელოვანი რევოლუციური რეფორმის მიჯნაზე და თვითმმართველობის სტრატეგია, რომლის განხილვასაც დავიწყებთ საშემოდგომო სესიაზე, იქნება სწორედ ის გამყოფი, როდესაც მეტი უფლებები მიეცემა თვითმმართველობებს, მეტი შესაძლებლობები ჩვენი რეგიონების განვითარებისთვის“, - აღნიშნა ქვარაიამ. მაჟორიტარი საკრებულოს დეპუტატებს დღეს შეხვდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი დამტკიცდა
Radio Atinati
რუსთავში ლიტერატურის სკვერი გაკეთდება
TV4. ge
ბრიფინგი ცესკო-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდელი გარემოვაჭრეები დახმარებას მერაბ ქვარაიას სთხოვენ
Radio Atinati
ზუგდიდის მერიას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშ...
Radio Atinati
ზუგდიდში მუშები აქციას მართავენ
Radio Atinati
„ევროპული საქართველო“ თბილისის მერიას დისკრიმინაციაში ადანაშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოქალაქე მერაბ ქვარაიას: თქვენ ბრძანდებით არასრულფასოვანი ქა...
Radio Atinati