ზუგდიდის მერიას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ
"ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს, პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში ბრიფინგი გამართა. მან ქალაქ ზუგდიდის მერია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მერია ბიუჯეტიდან გარკვეულ თანხებს წინასაარჩევნოდ იყენებს. ოპოზიცური პარტიის დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, მერია მუნიციპალიტეტის მიერ შესრულებული სამუშაოებისა და დაგეგმილი პროექტების საზოგადოებისთვის მიწოდების მიზნით, სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით, მათ შორის ბეჭდური მასალებისა და რადიო გადაცემების მომზადებისთვის, 62 000 ლარის დახარჯვას აპირებს. მისივე თქმით, აღნიშნული მომსახურეობების შესყიდვა საარჩევნო პერიოდს მიზანმიმართულად დაამთხვიეს. "თავისუფალი დემოკრატები" მივმართავთ უწყებათაშორის კომისიას, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომ ზუგდიდი არის ამ შემთხვევაში თვალსაჩინო მაგალითი და ამ კომისიამ უნდა მიიღოს კონკრეტული რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები არ იქნეს მიღებული და არ მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის პირდაპირი გამოყენება წინასაარჩევნოდ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზუგდიდი უნდა იყოს სატესტო უწყებათაშორისი კომისიისათვის და ჩვენ ვნახავთ რეალურად აქვს თუ არა ხელისუფლებას ქვეყანაში ნორმალური და შეჯიბრებითობაზე დაყრდნობილი საარჩევნო კამპანიის წარმოების უნარი", - აღნიშნა ჩიქოვანმა. "თავისუფალი დემოკრატების" ბრალდებებს ქალაქის მერიაში უარყოფენ და აცხადებენ, რომ მერიის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობას, არჩევნებთან კავშირი არა აქვს. "მედიასაშუალებების თუ სხვა მომსახურეობების შესყიდვა, საარჩევნო პერიოდს მექანიკურად დაემთხვა. ასევე პირველ და მეორე კვარტალთან შედარებით, მესამე კვარტალი - ზაფხული და შემოდგომა უფრო აქტიურია და ამ მიმართულებით შესყიდვაც მეტი განხორციელდა"- აღნიშნა საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მურთაზ ბოკუჩავამ. ცნობისთვის, ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობების საზოგადოებისათვის გაცნობის მიზნით, მოსახლეობაში საინფორმაციო ფლაერებს დაარიგებს, ასევე გამოსცემს გაზეთს, შეისყიდის რადიოს საეთერო დროს და საინფორმაციო სააგენტოების მომსახურებას. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
კამათი საკრებულოს სხდომა
Radio Atinati
მანანა მიქავა: ზუგდიდის მერიამ 4 მილიონამდე ლარის გადახდას უ...
Radio Atinati
გახარიას ბანერის გადმოფენისთვის ზედამხედველობის სამსახურმა ,...
Radio Atinati
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ენმ-ის ბრალდებებს პასუხობს
Radio Atinati
მუშების აქცია უშედეგოდ დასრულდა
Radio Atinati
საპროტესტო აქციები რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში მუშები აქციას მართავენ
Radio Atinati
ანი წითლიძე: ადმინისტრაციული ხარჯები ხელოვნურად არის გაბერილ...
Radio Atinati