„ევროპული კაფეების“ მეორე ტური ზუგდიდში
სლოვაკი და ქართველი ექსპერტები, "ევროპული კაფეები ტურის" მეორე ეტაპის ფარგლებში, დღეს ზუგდიდს სტუმრობდნენ. მათ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციოების წარმომადგენლებს სლოვაკეთის ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრა მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გაიმართა. სლოვაკმა ექსპერტებმა, ძირითადად, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ზოგადად, რეგიონის განვითარების კუთხით საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს. სლოვაკეთის აგრარული უნივერსიტეტის პროფესორის მარსელა ხრენეკოვას თქმით, ევროკავშირთან 30-ზე მეტ საკითხზე მოილაპარაკეს და აქედან ყველაზე რთული თემა სოფლის მეურნობა იყო. მისივე თქმით, მათ ევროკავშირში გაწევრიანება ნებისმიერი ფასად ჰქონდათ განზრახული, რაც მიზი აზრით, შეცდომა იყო და იგივე ქართველებმა არ უნდა დაუშვან. "პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ ეროვნული და რეგიონის ინტერესები", - აღნიშნა მარსელა ხრენეკოვამ. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრის დირექტორის მიხეილ მირზიაშვილმა შეხვედრაზე ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელსეკრულებას ხელი მოეწერა, ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა. "მაგალითად, გასულ წელს, 2012 წელთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 83% არის გაზრდილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემებია", - თქვა მირზიაშვილმა. "ევროპული კაფეების ტური" პროექტის "საქართველო ევროპულ გზაზე" ფარგლებში ხორციელდება. მას გლობალური უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი GLOBშEჩ (ყოფილი სლოვაკეთის ატლანტიკურიკური კომისია) ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სლოვაკეიდის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს ეგიდით ხორციელდება, რომლის მთავარ მიზანსაც სლოვაკეთის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღებული გამოცდილების საქართველოსთვის გაზიარებას წარმოადგენს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწყდება
Radio Atinati
„ევროპული საქართველოს“ თავდასხმა საქართველოს პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიფინგი „ევროპულ საქართველოში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 „ევროპული საქართველოს“ განცხადება ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ევროპული საქართველო“ ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
#არჩევნები2020 საარჩევნო კამპანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპული ვებ გამოკითხვა ნარკოტიკებზე
ევროპული ვებ გამოკითხვა ნარკოტიკებზე - საქართველო