ყველაზე საინტერესო ფაქტები ღამურებზე ★ ტოპ ფაქტები ★

09/14/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp
► დაალაიქეთ FB გვერდი:   / topfaqtebi  
► მაივიდეო: http://myvideo.ge/TopFaqtebi
► ინსტაგრამი:   / top_faqtebi  
----------
ვიდეოში გაგაცნობთ ყველაზე საინტერესო ფაქტებს ღამურების შესახებ.
10. ღამურების 70% მწერებით იკვებება. ღამურას საათში საშუალოდ 600 მწერის დაჭერა შეუძლია, რაც დაახლოებით იგივეა, რაც ადამიანის მიერ 20 პიცის ჭამა.
9. ღამურები ყველა კონტინენტზე ბინადრობენ, გარდა ანტარქტიდისა. ისინი გვხვდებიან როგორც არქტიკულ წრეში, ასევე არგენტინასა და სამხრეთ აფრიკის ყველაზე სამხრეთით მდებარე წერტილში.
8. გავრცელებული აზრისგან განსხვავებით, ღამურები ბრმები არ არიან. მათ საკმაოდ კარგი მხედველობა აქვთ და ზოგიერთ მათგანს ულტრაიისფერი სინათლის აღქმაც კი შეუძლია. გარდა ამისა, მათ მახვილ სმენას 20-დან 120 000 ჰერცამდე სიხშირის ხმების აღქმა შეუძლიათ. შედარებისთვის, ადამიანებს 20-დან 20 000 ჰერცამდე სიხშირის აღქმა შეუძლიათ.
7. ვამპირი ღამურა ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომელიც მხოლოდ სისხლით იკვებება. გავრცელებული აზრისგან განსხვავებით, ვამპირი ღამურები მსხვერპლს სისხლს არ სწოვენ. სინამდვილეში ისინი კანს ეშვებით ჭრიან და გამოსულ სისხლს ენით ლოკავენ. მათ ორგანიზმს მხოლოდ წითელი უჯრედები სჭირდება, ამიტომ კვების დაწყებიდან სულ რაღაც ორ წუთში სისხლის პლაზმა შარდის სახით გამოიყოფა.
6. ვამპირ ღამურებს დღეში დაახლოებით იმდენივე სისხლის დალევა სჭირდებათ, რამდენსაც თავად იწონიან. ანალოგიურ შემთხვევაში ვამპირ ადამიანს ყოველდღე 8-10 სხვა ადამიანის სისხლის დალევა დასჭირდებოდა.
5. ღამურების ყველაზე დიდი წარმომადგენლები ძალიან იშვიათ ჯიშს, გიგანტურ ოქროსგვირგვინა მფრინავ მელიას მიეკუთვნებიან. მათი გაშლილი ფრთების სიგრძე 182 სანტიმეტრს აღწევს.
4. ტეხასში მდებარე ბრეკენის გამოქვაბულში ღამურების მსოფლიოს ყველაზე დიდი კოლონია ცხოვრობს. ამ კოლონიაში 20 მილიონზე მეტი ღამურა შედის, ანუ საქართველოს მოსახლეობაზე ხუთნახევარჯერ მეტი.
3. Animal Planet-მა ჩაატარა გამოკვლევა იმის გასარკვევად, თუ რომელი ცხოველის ეშინიათ ადამიანებს ყველაზე მეტად. მესამე ადგილზე ვამპირი ღამურები გავიდნენ. პირველი და მეორე ადგილი მგლებმა და გორილებმა დაიკავეს, ხოლო მეოთხეზე პირანიები გავიდნენ.
2. ჰიბერნაციის დროს თაგვყურა ღამურას გულისცემა წუთში 18 დარტყმამდე ეცემა. ამას უფრო გასაკვირს ხდის ის ფაქტი, რომ აქტიურობის დროს მისი გულისცემა წუთში 880 დარტყმაა.
1. ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ ცხოველები, განსაკუთრებით კი - ძუძუმწოვრები მხოლოდ 10-15 წლის ასაკამდე ცოცხლობენ. ღამურების ზოგიერთ სახეობას შეუძლია 30 წლამდე იცოცხლოს.
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ცხოველები:    • ცხოველები და მცენარეები

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან