ყველაზე პატარა ძაღლები მსოფლიოში ★ ტოპ ფაქტები ★

08/13/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp
► დაალაიქეთ FB გვერდი: https://www.facebook.com/topfaqtebi
► მაივიდეო: http://myvideo.ge/TopFaqtebi
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/top_faqtebi/
----------
დღევანდელ ვიდეოში ძაღლების ყველაზე პატარა ჯიშების შესახებ ვისაუბრებთ.
10. ში ცუ
ეს უძველესი ჩინური ჯიში ძაღლების ერთ-ერთ ყველაზე ხანდაზმულ ჯიშად ითვლება მსოფლიოში. ში ცუს უძველესი აღმოჩენილი წარმომადგენელი ძვ/წ-ით 8000 წლით თარიღდება. ში ცუ საიმპერატორო ჯიში იყო და სასახლეებში ცხოვრებას იყო მიჩვეული.
9. შიპერკე
ბელგიელი მეზღვაურების კომპანიონი ეს ძაღლი მსოფლიოს ყველაზე პატარა მეცხვარე ჯიშად ითვლება. შიპერკე ექსტრემალური ენერგიულობითა და სირბილის სიყვარულით ხასიათდება. მცირე ბინაში ცხოვრებისას შიპერკეს ყოველდღიური სეირნობა და ვარჯიში სჭირდება.
8. სილკი-ტერიერი
იორკშირული ტერიერის მონათესავე ეს ჯიში მეცხრამეტე საუკუნის ავსტრალიაში გამოიყვანეს. ის დაახლოებით 4 კილოგრამს იწონის და გრძელი, სწორი და მბზინავი ბეწვი აქვს. სილკი ტერიერს, მცირე ზომის მიუხედავად, მღრღნელებზე ნადირობა უყვარს.
7. პაპილონი
პაპილონი, რომელიც ფრანგულად პეპელას ნიშნავს, ერთერთი ყველაზე ძველი, ჭკვიანი და პოპულარული ჯიშია მცირე ზომის ჯიშებს შორის. პაპილონი ენერგიულობითა და მოსიყვარულე ხასიათით გამოირჩევა.
6. მინიატურული შნაუზერი
ვირთხებზე სანადიროდ გამოყვანილი ამ ჯიშის ცნობა საკმაოდ ადვილია მისი ბუჩქოვანი წვერისა და წარბების წყალობით. მინიატურული შნაუზერი ამერიკაში, ინგლისსა და გერმანიაში ყოველთვის იკავებს ადგილს 20 ყველაზე პოპულარულ ჯიშს შორის და მსოფლიოს ყველა წერტილში ბინადრობს.
5. ჩინური ქოჩორა ძაღლი
ჩინური ქოჩორა ძაღლის ორი ვარიანტი არსებობს, უბეწვო, რომელსაც თმა მხოლოდ ფეხებზე, კუდსა და თავზე აქვს და გრძელბეწვა, რომელიც, როგორც სახელი გეუბნებათ, გრძელი ბეწვითაა დაფარული. ეს ძაღლი ადვილად შედის ურთიერთობაში ბავშვებთან და თამაშის სიყვარულით გამოირჩევა.
4. ბიშონ ფრიზე
25 სანტიმეტრის სიმაღლის ეს ფუმფულა ძაღლები ესპანეთში შექმნეს. სპეციალურად კომპანიონობისთვის განკუთვნილი ეს ჯიში მოსიყვარულე ხასიათით გამოირჩევა. ამ ჯიშის მიზანს ადამიანების გართობა წარმოადგენდა და მას ხშირად წვრთნიდნენ საცირკო წარმოდგენებისთვის.
3. ლანკაშირული ჰილერი
ლანკაშირული ჰილერები ოდესღაც კურდღლებსა და ვირთხებზე სანადიროდ და ძროხების მოკლე მანძილზე გადასაყვანად გამოიყვანეს. გარეგნობით ეს ჯიში კორგის წააგავს და დაახლოებით 6 კილოგრამს იწონის.
2. ვოლპინო იტალიანო
ეს მომცრო ზომის იშვიათი ჯიში სპიცებს ენათესავება. ძველ იტალიაში გამოყვანილი ვოლპინო ერთნაირი პოპულარობით სარგებლობდა როგორც დიდგვაროვნებში, ასევე გლეხებში თავისი ენერგიულობისა და მეგობრული ხასიათის გამო. გრძელი და ფაფუკი ბეწვის გამო ვოლპინოს ყოველკვირეული დავარცხნა და რეგულარული აბაზანები სჭირდება.
1. ბივერ ტერიერი
შედარებით ახალი ჯიში გერმანიაშია გამოყვანილი. მას გრძელი ბეწვი აქვს და სათამაშო ტერიერების ერთ-ერთი წარმომადგენელია. მიუხედავად მცირე ზომისა და წონისა, რომელიც 3 კილოგრამს არ აჭარბებს ხოლმე, ბივერ ტერიერს ენერგიულობა და თამაშის სიყვარული ახასიათებს.
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ცხოველები:    • ცხოველები და მცენარეები

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან