ყველაზე ძვირი მოტოციკლები ★ ტოპ ფაქტები ★

09/22/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

ვიდეოში გაგაცნობთ ყველაზე ძვირადღირებულ მოტოციკლებს:
10. Honda RC213V-S - $184,000
მიუხედავად იმისა, რომ 184 000 ამერიკული დოლარი უზარმაზარი თანხაა, პროფესიონალი მოტოციკლისტებისა და კრიტიკოსების აზრით Honda RC123V-S-ში ნამდვილად ღირს ამ თანხის გადახდა.
9. NCR Macchia Nera – $225,000
NCR Macchia Nera-ში დუკატი 998R-ის ძრავი დევს. ის სულ რაღაც 135 კილოგრამს იწონის, ხოლო მისი ფასი 225 000 ამერიკული დოლარია.
8. Ecosse Moto Works Founder’s Edition Titanium XX - $300,000
Ecosse Moto Works Founder’s Edition Titanium XX-ს ამერიკაში, კოლორადოში აწყობენ ტიტანის ჩარჩოთი და ტიტანის ნაწილებით. ამ შესანიშნავი მექანიზმის ფასი 300 000 ამერიკული დოლარია.
7. Dodge Tomahawk V10 Superbike – $550,000
Dodge Tomahawk V10 Superbike იშვიათობას წარმოადგენს. მას ძველებური, ალუმინის დიზაინი აქვს და 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება სულ რაღაც 2,5 წამში შეუძლია. მისი მაქსიმალური თეორიული სისწრაფე 643 კმ/სთ-ია. მისი შეძენა სულ რაღაც 550 000 დოლარად შეგიძლიათ.
6. Harley Davidson Cosmic Starship – $1 500 000
ჰარლი დევიდსონის ამ ეგზემპლარის სახელი ქოსმიქ სთარშიფი, ანუ კოსმოსური ვარსკვლავმფრენია. მისი შეძენა სულ რაღაც მილიონნახევარი დოლარი დაგიჯდებათ.
5. The Yamaha BMS – $3 000 000
1.7-იანი ძრავისა უნიკალური დიზაინის მქონე იამაჰა BMS 3 მილიონი დოლარი ღირს. ასეთი მაღალი ფასი იმითაცაა გამოწვეული, რომ მოტოციკლი ოქროთი და წითელი ხავერდითაა დაფარული.
4. Hildebrand \u0026 Wolfmuller – $3 500 000
მსოფლიოს პირველი მოტოციკლი ბაზარზე 1894-1897 წლებში გამოჩნდა. ამ ისტორიული მექანიზმის შეძენა სულ რაღაც 3,5 მილიონ დოლარად შეგიძლიათ.
3. Ecosse Spirit – $3 600 000
თუკი ძველი მოტოციკლები არ გაინტერესებთ, შეგიძლიათ Ecosse Spirit სულ რაღაც 3,6 მილიონ დოლარადა შეიძინოთ. ამ მსუბუქ მოტოციკლს 370 კილომეტრი/საათში სიჩქარის განვითარება შეუძლია.
2. 1949 E90 AJS Porcupine – $7 000 000
1949 წლის E90 AJS Porcupine-ის სულ ოთხი ვერსია იქნა გამოშვებული და ერთ-ერთი მათგანი ლეს გრემს მსოფლიო ჩემპიონის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარა. ამ და სხვა მიზეზების გამო მაჩვზღარბა 7 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
1. Neiman Marcus Limited Edition Fighter – $11 000 000
ამ მოტოციკლის ფასი თავდაპირველად 110 000 ამერიკული დოლარი იყო, თუმცა Neiman Marcus Limited Edition Fighter აუქციონზე 11 მილიონ დოლარად გაიყიდა.
----------
► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp
► ფეისბუქი: https://www.facebook.com/ტოპ-ფაქტები-...
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/top_faqtebi/
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ცხოველები:    • ცხოველები და მცენარეები

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან