საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება მარნეულის მუნიციპალიტეტში


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპატარის ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სპეციალური ლექცია ჩატარდა.
ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ცენტრალური და ადგილობრივბი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსწავლეებთან ერთად ისაუბრეს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ, გაიმართა ლექცია სახელწოდებით: „თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ”, რომელიც რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა და ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ წაიკითხა.
ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე, თემატური პერფორმანსი წარმოადგინეს.
შეხვედრის მიმდინარეობისას ხაზი გაესვა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გატარებული პოლიტიკის ფარგლებში, ეთნიკურ უმცირესობების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას, რაც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ეფექტიან განხორციელებას ისახავს მიზნად.
#ოკუპაციადროებითია

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან