ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ვირტუალური გამოფენა 25 02 2021
ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, ვირტუალური გამოფენა მოაწყო. 100 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას შედეგად მოჰყვა ქვეყნის ოკუპაცია, არაერთი რეპრესიული ტალღა და მრავალწლიანი ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ამ ეპოქის ამსახველი უამრავი მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ფოტოა დაცული. სწორედ ამ დოკუმენტებისა და ფოტოების ნაწილი გამოიფინა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე. დამთვალიერებელი ვირტუალურ გამოფენაზე იხილავს: დამფუძნებელი კრების ფოტომასალას; დამოუკიდებლობის აქტს; კონსტიტუციას; მოსახლეობის საპროტესტო წერილს წითელი არმიის წინააღმდეგ; ქართველ და რუს ბოლშევიკთა ჩანაწერებს; გურული გლეხის - პავლე კალანდაძის წერილს; რევკომის მიერ არმიისა და სახალხო გვარდიის დათხოვნის დეკრეტს; ანტირელიგიური კამპანიის ამსახველ ფოტოებს; ნოე ჟორდანიას მოწოდებას ქართველი ერისადმი; ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გატანილი საგანძურის სიას; დოკუმენტურ მასალას 1924 წლის აჯანყების შესახებ; ხევსურების მიმართვას აშშ-ის პრეზიდენტისადმი და სხვა საინტერესო მასალას. დაინტერესებულ პირებს ვირტუალური გამოფენის ნახვა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: https://www.nplg.gov.ge/exhibitions/o... პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, 1 მარტიდან გამოფენის დათვალიერება ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზშიც იქნება შესაძლებელი. გამოფენა 10 მარტამდე გასტანს.
საქართველოს შსს არქივი / MIA Archive of Georgia-ის სხვა ვიდეოები
06:01
9 აპრილი, 2018წ (სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2\
12:18
აჯანყება აჭარაში 1924 (დოკუმენტური ფილმი)
17:13
მტრის წყალობით (დოკუმენტური ფილმი)
06:13
ილიას უცნობი პამფლეტი (დოკუმენტური ფილმი)
29:44
9 აპრილი, 2018წ ( სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2...
04:53
25 თებერვალი 1921
06:42
სასტიკი განაჩენი სამშობლოს სიყვარულისთვის - გოგიტა...
მსგავსი ვიდეოები
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება მარ...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
16.02.21. საკრებულოში გამოფენა ,,ფერწერა აფხაზეთიდან’’ გაიმ...
Tbilisi City Assembly
სახელმწიფო მინისტრი ერგნეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
21.02.21. მშობლიური ენის საერთაშორისო დღე
Tbilisi City Assembly
ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ - ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ბუბა კუდავას გამოსვლა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მ...
chavchavadze center
ოკუპაციის 100 წლისთავი 20210222 120052 Meeting Recording
Mari Chaxvashvili
ოკუპაციის 100 წელი - ეროვნულ არქივში საჯარო ლექციების ციკლი...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება