ზუგდიდის სამხატვრო გალერეა
#ზუგდიდისგალერეა #სამხატვრო #პანდემია ზუგდიდის მიხეილ (მაცი) ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეა ბოლო ღონისძიება პანდემიამდე 4 მარტს გაიმართა. 21 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, დაიკეტნენ და ყველა დაგეგმილი გამოფენა გაურკვეველი ვადით გადაიდო. გალერიის შემოქმედებითმა გუნდმა გამკაცრებული საკარანტინო ნორმების მოხსნის შემდეგ, გალერეის გარე სივრცე გამოიყენა და ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები ამ ფორმით გააცნო დამთვალიერებელს. ,,დახურულები ვიყავით პანდემიის დროს, მაგრამ 5-6 გამოფენა მოვაწყვეთ გალერეის წინ, გარე სივრცეში, როგორც ბავშვთა ნახატების, ისე ახალგაზრდა მხატვრების პერსონალური გამოფენა. მანამდე, წლის განმავლობაში 100-მდე ღონისძიებას ვმართავდით. დაგეგმილი გვაქვს გაცვლითი გამოფენები იმერეთიდან, აჭარიდან, ჩოხატაურიდან, ასევე ადგილობრივი მხატვრების პერსონალური გამოფენები. საქართველოს მხატვართა კავშირი გეგმავს ზუგდიდში გამოფენის მოწყობას’’, - ამბობს გალერეის მენეჯერი, აბელ კალანდია. თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ, 25 თებერვალს გამართა პირველი გამოფენა ზუგდიდის სამხატვრო გალერეამ. ფოტოგამოფენა, „საბჭოთა ოკუპაციის 100 წელი’’, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით მოეწყო. დარბაზში შესვლა ერთდროულად მხოლოდ ორ ადამიანს შეეძლო. სამხატვრო გალერეა მზადაა, მუშაობა რეკომენდაციების დაცვით განაახლოს და დამთვალიერებელს ოფიციალურად პირველი აპრილიდან ელოდება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ „გრძელი ნათელი დღეების“...
Radio Atinati
„ყველა თოჯინას თავისი სახელი ჰქვია“- ხანდაზმულთა ხელნაკეთი ნ...
Radio Atinati
„ძალა ევროპაშია“ – საბჭოთა რეპრესიები და პირველი რესპუბლიკის...
Radio Atinati
ზუგდიდში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა
Radio Atinati
„თანასწორობა გვჭირდება“ - კამპანია ქალების ეკონომიკური გაძლი...
Radio Atinati
ზუგდიდის არტ-გალერეაში ამერიკული დღეების ფარგლებში გამოფენა...
Radio Atinati
არტ-სახეები ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში
Livepress. ge
ხატების გამოფენა ART- გალერეაში
Radio Atinati