ზუგდიდის არტ-გალერეაში ამერიკული დღეების ფარგლებში გამოფენა მოეწყო

27.04.2017 01:57

ამერიკული დღეების ფარგლებში ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში საინფორმაციო გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროგრამები წარადგინა. გამოფენილი იყო საელჩოს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის, სანდიეგოს უნივერსიტეტისა და მილენიუმის გამოწვევის კორპორაციის პროგრამები. „დღეს ზუგდიდში ჩამოსვლა და ღონისძიებაზე დასწრება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. აღვნიშნავთ საქართველო-ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს. ძალიან კარგი მაგალითია მსგავსი ღონისძიებები, თუ როგორია სინამდვილეში თანამშრომლობა შეერთებულ შტატებს და საქართველოს შორის“, - განაცხადა საკონსულოს ოფიცერმა ჯეიმს ვოთერმენმა. გამოფენაში ასოციაცია ,,ათინათმაც" მიიღო მონაწილეობა. დამთვალიერს შესაძლებლობა ჰქონდა ენახა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია. „ეს პროგრამებია „მომავლის თაობა“, ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“, ასევე, „ტოლერანტობისა და სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამა“. დღევანდელ ღონისძიებაში რადიო „ათინათთან“ ერთად ვმონაწილეობთ“, - აღნიშნა ახალგაზრული კლუბების კოორდინატორმა სალომე ჟვანიამ. ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ზუგდიდში 24 აპრილს დაიწყო და 28 აპრილს დასრულდება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: