ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა წელს დაიწყება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისა და ჟურნალ „ანაკლიას“ პრეზენტაცია დღეს ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედისაა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის შესახებ შეკრებილებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლები ესაუბრნენ. კონსორციუმის ფინანსური დირექტორის ზურაბ ფიჩხაიას თქმით, საინჟინრო კვლევები უკვე დასრულებულია და პორტის გენერალური განვითარების გეგმ ცენტრალურ მთავრობას დსამტკიცებლად წარედგინა. "წლის ბოლომდე დარჩენილია რამდენიმე კვლევა და სახელმწიფოდან მიწის გადმოცემის პროცესი. აღნიშნული პროცედურების დასრულებისთანავე, დაიწყება მშენებლობა და ეს წელს მოხდება",- განაცხადა ზურაბ ფიჩხაიამ. პორტის მნიშვნელობაზე სამგერელო -ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშენებლობაზე დასაქმდება ათასობით ადამიანი და რეგიონს ბევრი ახალგაზრდა დაუბრუნდება. რაც შეეხება ჟურნალ "ანაკლიას", ის 2016 წლის ზაფხულიდან გამოიცემა. ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული თემების გარდა, მასში სოციალურ, ეკონომუკურ და კულტურულ თემებზე მომზადებულ მასალებს წაიკითხავთ. ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება. პროცესი სულ 9 ფაზას მოიცავს. პორტის გამტარუნარიანობა, რომელიც 400 ჰექტარ ფართობზე შენდება, წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ანაკლიის პორტის მშენებლობა წელს დაიწყება
TV IMEDI
ანაკლიის პორტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში განიხილეს
Radio Atinati
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი: პორტის მთავარი საზღვაო სა...
Radio Atinati
პორტის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა
Radio Atinati
თათბირი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და მის...
Georgian Government
ანაკლიის პორტის მშენებლობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში ანაკლიის პორტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკ...
Radio Atinati
ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლები ადგილობრივებს შეხვდნენ
Radio Atinati