ანაკლიის პორტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში განიხილეს
ზუგდიდში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს ანაკლიის პორტის მშენებლობისას შესაძლო ზემოქმედებისა და მათი შემარბილებელი მექანიზმების გატარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. კვლევებში ქართველ სპეციალისტებთან ერთად საერთაშორისო კომპანიები მონაწილეობდნენ. ის გარემოს ფონური მონაცემების შეგროვების სამუშაო პროცესს, მიწისქვეშა წყლების დაბინძურების დადგენას, წყლის სინჯების ფლორის, ფაუნის, თევზის , ძუძუმწოვრებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ენდემების შესახებ ინფორმაციას მოიცავდა. მომხსენებელმა სოფიო ბერიშვილმა აღნიშნა, რომ თითოეულ მათგანზე შემარბილებელი ზემოქმედების გეგმა შემუშავდება. კონსორციუმის წარმომადგენლებმა დამსწრეთა მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხეს. შეხვედრის მონაწილეები სხვადასხვა საკითხით, მათ შორის, პორტის მშენებლობისას ადგილობრივების დასაქმებითა და მშენებლობისათვის საჭირო ინერტული მასალის მოპოვებით დაინტერესდნენ. გარდა ამისა, დაისვა კითხვები, იყო თუ არა შესწავლილი სეისმიკა, როდის დაიწყება მშენებლობა და იქნება თუ არა შრომითი უფლებები. აღნიშნულ საკითხებზე 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი მირცხულავამ უპასუხა. „ეს კვლევები ემსახურება იმას, რომ პორტის მშენებლობამ არ გამოიწვიოს პრობლემები. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც სეისმური საკითხები, ინერტულ მასალებს საქართველოში მოვიპოვებთ. მშენებლობისას დასაქმდებიან ადგილობრივები და მათი შრომითი უფლებები იქნება დაცული, ხოლო მშენებლობის დაწყება დამოკიდებულია რიგ პროცესებზე და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის მეორე კვარტალში აქტიური სამუშაო პროცესი დაიწყება“, - აღნიშნა მირცხულავამ. ანგარიშის წარდგენას, რომელიც მერიის სააქტო დარბაზში გაიმართა, ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლები, მოსახლეობა და ანაკლიის ბუფერულ ზონაში მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ. მსგავსი შეხვედრა ხვალ ანაკლიაში ჩატარდება. ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა ცხრა ფაზად წარიმართება და ის წელიწადში 100 მილიონ ტონა ტვირთს გაატარებს. პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და ის ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტარ ფართობის ტერიტორიაზე აშენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში ანაკლიის პორტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკ...
Radio Atinati
ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლები ადგილობრივებს შეხვდნენ
Radio Atinati
ანაკლიის პორტის პროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანაკლიის პორტის ინვესტორების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ეკონომეტრი, 23 თებერვალი, 2017
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მამუკა ხაზარაძის ბრალდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანაკლიის პორტის პროექტი დღის წესრიგში ბრუნდება
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
ანაკლიის პორტის მშენებლობის არეალში საცხოვრებელი სახლების დე...
netgazeti ge