ზუგდიდში ანაკლიის პორტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხზე იმსჯელეს
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლებმა ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (სკოუპინგის) საკითხზე საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს. მას ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, უნივერსიტეტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. კონსორციუმის გარემოსდაცვის, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერის სოფიო ბერიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს, როგორც ფლორა- ფაუნის, ასევე სოციალური ზემოქმედების შეფასების კვლევა. "ამ კვლევის შედეგები მომავალი წლის პირველ ნახევარში დაიდება და ის საჯარო და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მოქალაქისთვის", - აღნიშნა მან. მისივე თქმით, ასევე კონსორციუმს ეკისრება გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც საბავშვო ბაღების, ტრენინგ და ბიზნეს ცენტრების, ამბულატორიების და სპორტული მოედნების მშენებლობას მოიცავს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება. პროცესი სულ 9 ფაზას მოიცავს. პორტის გამტარუნარიანობა, რომელიც 400 ჰექტარ ფართობზე შენდება, წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარია. ნავსადგური 2020 წელს გაიხსნება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ანაკლიის პორტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში განიხილეს
Radio Atinati
ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციებს სამეგრელო - ზემო სვანეთ...
Radio Atinati
გიორგი შენგელია ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა
Radio Atinati
უნდა აშენდეს თუ არა სასტუმრო სკეიტ პარკში - საჯარო განხილვა...
Radio Atinati
„ანაკლიის ეკონომიკური განვითარების“ პროგრამის ფარგლებში 150...
Radio Atinati
"ოცნების" მერობის კანდიდატების დაპირებები სამეგრელოს მოსახლე...
Radio Atinati
შეხვედრა „ლელოს“ წევრებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 გიგი უგულავას შეხვედრა ამომრჩევლებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster