„ანაკლიის ეკონომიკური განვითარების“ პროგრამის ფარგლებში 150 ადგილობრივი გადამზადდა

19.12.2019 02:54

ანაკლიის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები ზუგდიდის ტექნო-პარკში საზეიმო ვითარებაში გადასცეს. 150 ადგილობრივმა სასწავლო კურსი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და USAID "ზრდა" პროექტის დაფინანსებით, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში გაიარა. „მიხარია, რომ ჩვენი პროექტის ფარგლებში 150-მდე ადამიანს გადავცემთ სერთიფიკატებს. კურსდამთავრებულების ნაწილმა გაიარა ე.წ სტუმარ-მასპინძლობის კურსები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა სამეგრელოს რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის. გარდა ამისა ადამიანებს ჰქონდათ საშუალება გაევლოთ ინგლისურისა და კომპიუტერის კურსები, განევითარებინათ საკუთარი უნარ-ჩვევები. გადამზადებული ადგილობრივების უმრავლესობა არიან ადამიანები, ვისაც აქვს საკუთარი საოჯახო სასტუმრო, ან არიან დაინტერესებული მსგავსი სამსახურით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ტურიზმის მიმართულებით ზუგდიდში განსახორციელებელი საინტერესო პროექტებს შეემატება კვალიფიციური კადრები“, -თქვა ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა ირაკლი უჯმაჯურიძემ. აღნიშნული პროგრამა საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღის" მიერ განხორციელდა. სწავლება 3-დან 6 თვემდე ხანგრძლივობის იყო და შემდეგი კურსები მოიცვა: ინგლისური ენა, კომპიუტერული პროგრამები, სასტუმროს დასუფთავების სამსახურის სპეციალობა, ასევე სასტუმროში სტუმრების მიღება-განთავსების კურსები და მეწარმეობა-ბიზნეს ადმინისტრირება. სწავლება ანაკლიასა და ზუგდიდში გაიმართა. „მნიშვნელოვანი დღეა „ახალი ტალღისთვის“, რადგან დღეს არის შეჯამება ჩვენი ერთობლივი პროექტის. ეს იყო ახალი გამოცდილება ჩვენთვის, გაგვეხსნა ფილიალები ანაკლიასა და ზუგდიდში. 6 სასწავლო მიმართულებით გადამზადნენ ადამიანები. მათ აიმაღლეს ცოდნა, მიიღეს გამოცდილება, რაშიც იყვნენ ჩართულები ექსპერტები და წამყვანი სპეციალისტები. ვთვლი, რომ ეს იყო წარმატებული მაგალითი, მოდელი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება“, - აღნიშნა კოლეჯის დირექტორმა ლაშა ხახუტაიშვილმა. USAID "ზრდა" პროექტი მხარდაჭერით მსგავსი ტრენინგების ჩატარება სამომავლოდ ისევ იგეგმება. მომავალი სასწავლო კურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ანაკლიის სასწავლო ცენტრი ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ნაწილია, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ანაკლიის პორტის) და USAID-ს „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა და ანაკლიისა და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ამოცანაა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati   Twitter:   / atinati1059   Instagram:   / radioatinati1059fm

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

თათბირი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და მის მოადგილეებთან
00:36

თათბირი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და მის...

Georgian Government

ანაკლიაში სასწავლო ცენტრი გაიხსნა
01:45

ანაკლიაში სასწავლო ცენტრი გაიხსნა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა
28:07

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა

Radio Atinati

ინვესტიცია ზუგდიდისა და მეზობელი სოფლების განვითარებისთვის
01:31

ინვესტიცია ზუგდიდისა და მეზობელი სოფლების განვითარებისთვის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სამთავრობო პროგრამა 2019-2020
00:39

სამთავრობო პროგრამა 2019-2020

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროკურატურამ მიწის ნაკვეთის დაბრუნების და გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის  გადაწყვეტილება მიიღო
03:02

პროკურატურამ მიწის ნაკვეთის დაბრუნების და გამამტყუნებელი გან...

საქართველოს პროკურატურა

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შემაჯამებელი გადაწყვეტილება

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დე...

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და ნაკვეთების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო
02:26

პროკურატურამ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და ნაკვეთე...

საქართველოს პროკურატურა

ყველა ვიდეო