ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლები ადგილობრივებს შეხვდნენ
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების პროექტის ფარგლების დადგენის (სკოუპინგის) შეხვედრა გაიმართა ანაკლიაში. მას ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო. გუშინ და დღეს ჩატარებულ საკონსულტაციო შეხვედრებზე დაინტერესებულ მხარეებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე პროექტის ზემოქმედების მიმდინარეობა გააცნეს და მათი შენიშვნები და მოსაზრებები მოისმინეს. კითხვები პროექტში ანაკლიელების ჩართულობას ეხებოდა. "დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმა ითვალისწინებს იმას, რომ დაველაპარკოთ მათ და გავიგოთ, რა აწუხებთ და ეს გავითვალისწინოთ", - განაცხადა "კონტინტერნეიშენალის" გარემოზე ზემოქმედების გეგმის გარემოს დაცვის მიმართულების პროექტის მენეჯერმა ჯულია ევანსმა. ადგილობრივების თქმით, მათი მთავარი პრობლემა უკანონო მიწების დაბრუნების საკითხია და სანამ ეს არ მოგვარდება, სამუშაოებს არ დააწყებინებენ. ისინი ეკონომიკის სამინისტროსა და შესაბამისი ორგანოებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან. "კარგია, რომ დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის საკითხები. აუცილებელია, რომ გათვალისწინებულ იყოს გარემოზე ზემოქმედების პირობები და უსაფრთხოება დაცული იყოს. მივესალმები ამ ფაქტს, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული ანაკლიელის სოციალური პირობებიც", - აღნიშნა ანაკლიის მკვიდრმა მარინა თოდუამ. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება. პროცესი სულ 9 ფაზას მოიცავს. პორტის გამტარუნარიანობა, რომელიც 400 ჰექტარ ფართობზე შენდება, წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარია. ნავსადგური 2020 წელს გაიხსნება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები დაიწყო
Radio Atinati
ანაკლიის პორტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში განიხილეს
Radio Atinati
შეხვედრა ექსპერტებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა წელს დაიწყება
Radio Atinati
ანაკლიის პორტის პროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში ანაკლიის პორტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკ...
Radio Atinati
„მოამბე“ 18 საათზე, 26 ოქტომბერი 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
ანაკლიის კონსორციუმის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster