შეხვედრა ექსპერტებთან
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კონსორციუმის დირექტორმა სტუმრებს პორტში ჩატარებული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ფინანსური საკითხის დასახურად საჭიროა საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ რვა პუნქტიანი სია დროულად შესრულდეს. ლევან ახვლედიანის თქმით, ბანკების ერთ-ერთი მოთხოვნაა, ტვირთბრუნვაზე სახელმწიფოს გარანტორად დადგომა. ის იმედოვნებს, რომ მთავრობა, კონსორციუმი და ბანკები შეთანხმებას მიაღწევენ. კითხვაზე, - პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ საკითხზე გამოძიების დაწყების შემდეგ პროექტისთვის რაიმე შეიცვალა თუ არა, - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ როგორც გამოძიება, ისე პოლიტიკური განცხადებები პროექტისთვის დამაზიანებელია და შესაძლოა, ინვესტორების გადაწყვეტილებაზეც უარყოფითად იმოქმედოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა ექსპერტებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ექსპერტებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ექსპერტებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ექსპერტებთან
Parliament of Georgia
პრემიერის შეხვედრა ექსპერტებთან
TV IMEDI
„ლელოს“ შეხვედრა ექსპერტებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერის შეხვედრა ექსპერტებთან
TV IMEDI
დავით უსუფაშვილის შეხვედრა ექსპერტებთან
Parliament of Georgia