ანაკლიის განვითარების კონსორციუმი: პორტის მთავარი საზღვაო სამუშაოები, სავარაუდოდ, მაისში დაიწყება
ანაკლიის პორტის მშენებლობის მთავარი საზღვაო სამუშაოები, დაახლოებით, მაისში დაიწყება, მანამდე კი ის სამუშაოები ჩატარდება, რომელსაც სახელმწიფო ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად ახორციელებს. ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის მოადგილემ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განაშენიანების რეგულირების გეგმა ერთხმად დაამტკიცა. აღნიშნულ გეგმაში პორტის მშენებლობის ფაზები, მიმდევრობა და პროცესია ასახული. სხდომაზე პრეზენტაცია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებმა გააკეთეს. მათ საკრებულოს წევრებს გეგმის სხვადასხვა ფაზა გააცნეს და კითხვებსაც უპასუხეს.საკრებულოს წევრები პორტის მშენებლობის ვადებითა და დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესდნენ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოწადინებულია, რომ, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი დასაქმდეს ამ სამუშაოებზე, მიიღოს მონაწილეობა მშნებლობასა და ოპერირებაში. რაც შეეხება ვადებს, ველოდებით, რომ 15 ნოემბერს გაიცემა სამშენებლო ნებართვა, რის შემდეგაც დაიწყება რესურსების მობილიზება“, - აღნიშნა მირცხულავამ. ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა ცხრა ფაზად წარიმართება და ის წელიწადში 100 მილიონ ტონა ტვირთს გაატარებს. პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და ის ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტარ ფართობის ტერიტორიაზე აშენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ანაკლიის კონსორციუმის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის ტერიტორია დაათვალიერა
Radio Atinati
ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლები ადგილობრივებს შეხვდნენ
Radio Atinati
ანაკლიის პროექტის პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანაკლიის პორტის მშენებლობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დეპუტატები ანაკლიის პორტის საკითხს ეხმაურებიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პორტის მშენებლობას ჩამოშორ...
TV IMEDI