ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა

21.03.2019 08:18

ხელისუფლება ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის გარშემო გაჩენილ კითხვებს პასუხობს. ანაკლიის პორტზე სასაუბროდ მაია ცქიტიშვილი დღეს პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მივიდა. ოპონენტების მხრიდან დარბაზში ყველაზე ხშირად ერთი კითხვა ისმოდა: უქმნის თუ არა მთავრობა პორტის მშენებლობას პრობლემებს მიზანმიმართულად. ცქიტიშვილი შეფერხების მიზეზად ინვესტორების ნაკლებობას და გამოუცდელობას ასახელებს და ხაზს უსვამს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს საკუთარი დაფინანსება და პოტენციური ინვესტორებისგან სესხი ბოლომდე ისევ არ აქვს მოზიდული, რის გამოც მთავრობა მშენებლობის ვადების დარღვევას არ გამორიცხავს. როგორც ირკვევა, მინისტრს პროექტის მიმართ თავადაც აქვს კითხვები. ვიცე-პრემიერი თავის დროზე ჩატარებული ტენდერის პირობებს იხსენებს და ყვება, რომ ტენდერში კონსორციუმის გამარჯვების მთავარი მიზეზი არა ხაზარაძის კომპანია, არამედ მასში ასევე 42%-იანი წილით წარმოდგენილი და შესაბამისი გამოცდილების თუ ფინანსების მქონე კიდევ ერთი კომპანია „კონტი ჯგუფი“ იყო, თუმცა დღეს ის საერთოდ აღარ ჩანს.   ქეთი ქაშაკაშვილი მუშაობს პარლამენტში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა
06:23

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა პარლამენტში
06:37

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა პარლამენტში
04:48

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა პარლამენტში
08:05

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა პარლამენტში
05:32

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ინფრასტრუქტურის მინისტრს მოსმენა მინისტრს მოსმენა
03:16

ინფრასტრუქტურის მინისტრს მოსმენა მინისტრს მოსმენა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თავდაცვის მინისტრის მოსმენა პარლამენტში
10:18

თავდაცვის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში
09:39

შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო