ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩაზე არსებული ორმო ავტომობილების მოძრაობას აფერხებ

14.12.2016 00:25

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე, შუქნიშანთან არსებული ორმო,თვეზე მეტია, ავტომობილებს საფრთხეს უქმნის და მათ გადაადგილებას აბრკოლებს. ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში განმარტავენ, რომ ქალაქში არსებული ორმოების ამოვსება ეტაპობრივად მიმდინარეობს. „კონკრეტული ორმოს ამოვსებას უამინდობამ შეუშალა ხელი. ტენდერი გამოცხადებულია და მერია ობიექტს 28 დეკემბრამდე ჩაიბარებს“, - აცხადებენ მერიის ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენლობაში. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: