ყაჩაღობის ფაქტი ზუგდიდში
ყაჩაღობა და ორმხრივი სროლა ზუგდიდში. დაღუპულია ერთი პირი. მომხდარზე ოფიციალურ ცნობას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, 26 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში ყაჩაღობის ფაქტი მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გაიტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარი ყაჩაღობის ფაქტიდან მალევე, ცხელ კვალზე დაიწყეს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან, მოჰყვა საპასუხო ცეცხლი, ვინაიდან არსებობდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე. შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი, 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციის მიერ უგონო მდგომარეობაში იქნა ნანახი, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პოლიციამ ზუგდიდში ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
გახსნილი დანაშაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყაჩაღობის ფაქტი
info rustavi
ყაჩაღობის ფაქტი
TV Pirveli
ყაჩაღობის ფაქტი თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster