6

11/26/2024

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გვიან ღამემდე გაგრძელდა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის დაკითხვა. 19 სექტემბერს ბარამიას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებს მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ანა წითლიძემ საგამოძიებო უწყებას ასევე წარუდგინა ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და ანა წითლიძე მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. ასევე აცხადებენ, რომ 126-ე, ძალადობის მუხლით დაწყებულ გამოძიებას, სხვა მუხლებიც უნდა დაემატოს, მათ შორის 325-ე მუხლი, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.