ზუგდიდში სამოქალაქო მოძრაობის ოფისი გაიხსნა
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის რეგიონული ოფისი გაიხსნა, სადაც, ამ ეტაპზე ორი ზუგდიდელი ნიკა ლაშხია და როსტომ ზარანდია იმუშავებს. ელისაშვილის თქმით, მან ზუსტად ზუგდიდში არსებული პრობლემების შესახებ არ იცის, თუმცა მოქმედებასა და ინფორმაციას ადგილობრივი წარმომადგენლებისგან ელოდება. „დიდი პატივია, რომ აქაც ვიქნებით წარმოდგენილი. ჩვენი მიზანია ვიზრუნოთ კონკრეტული ადამიანების პრობლემებზე ჩვენ თავად და არ დაველოდოთ სხვას. ნუ ველოდებით, რომ ვინმე ბაზალეთის ტბიდან ადგება, ან თეთრი ბედაურით მოვა და მოგვხედავ. ჩვენ უნდა დავიკაპიწოთ ხელები და ვიზრუნოთ განვითარებაზე. ერთ რამეზე ვართ შეთანხმებულები რეგიონულ წარმომადგენლებთან. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა პრობლემებია ზუგდიდში, ეს თვითონ მათა იციან. ჩვენი მიზანი კი ისაა, რომ მაქსიმალური დეცენტრალიზება მოხდეს ჩვენ რეგიონულ და ცენტრალურ ოფისებს შორის. არ გვინდა, რომ თბილისიდან ვუკარნახოთ, რა თემებს მიაქციონ ყურადღება და რა თემებზე იმუშაონ, რადგან ზერელე წარმოდგენა გვაქვს ამასთან დაკავშირებით. არაგულწრფელი ვიქნები და მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ზუსტად ვიცით, რა პრობლემებია ზუგდიდში. გვსურს, რაც შეიძლება მეტი მოხალისე გვყავდეს, რადგან მათ ჰქონდეთ მოტივაცია და სამოქალაქო აქტივიზმის მაგალითი“, - აღნიშნა ელისაშვილმა. მოძრაობის რეგიონულმა წარმომადგენელმა, სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ, ჯერჯერობით, წინასწარ არ იცის, რა კონკრეტულ ნაბიჯბს გადადგამს, თუმცა ამბობს, რომ მეტად აქტიური იქნება. „უკვე პიჯაკიანი სამოქალო აქტივისტი ვარ. გამაორმაგებ, რაციონაურად მოვარგებ ჩემს რესურსებს მოქმედებებსა და პრიორიტეტბს. წინასწარ არ ვიცი, მაგრამ მოქმედებაში ვიქნები უფრო ცოცლად და ეფექტურად. ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, მოქალაქეების გამოფხიზლება და ჩართულობის ამაღლება“, - თქვა ზარანდიამ. სამოქალაქო მოძრაობა ზუგდიდში გაფართოებას გეგმავს. მათ რეგიონული ოფისები თელავში, ქუთაისსა და ბათუმშიც აქვთ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
კუკავას მხარდამჭერები ზუგდიდში: ამოსავალი წერტილი მისი ქართვ...
Radio Atinati
პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობა-სოლიდარობის აქციის ორგანიზ...
Radio Atinati
ენმ-ს ლიდერები ზუგდიდის პოლიციის უფროსს შეხვდნენ
Radio Atinati
ზუგდიდის თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხი წინააღმდეგობ...
Radio Atinati
,,ეს შენ გეხება"-ს წევრებმა ზუგდიდში..
odishitv
ზუგდიდში "მეგრული ენის დღისადმი" მიძღვნილ შეხვედრაზე საუბარი...
Radio Atinati
ქალთა საერთაშორისო დღე – აქცია ზუგდიდში
Radio Atinati
საგზაო უსაფრთხოება - სიდას საინფორმაციო კამპანია (ვიდეო)
Radio Atinati