ქალთა საერთაშორისო დღე – აქცია ზუგდიდში

03/08/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში „ქალთა მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა. სოლიდარობის აქცია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მხარდაჭერით ჩატარდა, რომლის ფასილიტაციასაც ,,სიდა\" ახორციელებს. აქციას მოქალაქეები შეუერთდნენ. მათ ქალების მიმართ დამკვიდრებულ სტერეოტიპების მიმართ პროტესტი კიდევ ერთხელ გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია სახელწმიფო სტრუქტურებმა ამ მიმართულებით იმუშაონ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ საკუთარი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქალთა მიმართ არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებები უნდა დაიმსხვრეს“, - აღნიშნა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრმა იაგო ფასანძემ.

აქციის მონაწილებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ, მათივე თქმით, ქალები კარიერული წინსვლის მხოლოდ გარკვეულ ეტაპს აღწევენ და ხელისუფლებას მოუწოდეს, სხვადასხვა პროგრამა და საკანონმდებლო რეგულაცია შემოიღონ.

„აუცილებელია, რომ სახელმწიფომ და არასამთავრობო სექტორმაც ამ მიმართულებით იმუშაოს, უნდა შემოიღონ სპეციალური პროგრამები, რომლებიც იქნება მიმართული საკუთარ უფლებების შესახებ ქალთა ცნობიერების ამაღლებისკენ და მათი ცნობიერების ამაღლებაზე“, - თქვა „თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ.

მოქალაქეების თქმით, ქალის როლი დღეს დაკნინებულია და აუცილებელია გენდეურლად თანასწორი გარემოს შექმნა.

„ჩემს ქალიშვილთან ერთად მოვედი. დღეიდან ვიწყებ ბრძოლას, რომ ჩემი შვილის თაობამ ისეთ უთანასწორო გარემოში არ იცხოვროს, როგორშიც დღეს უწევთ ქალებს ცხოვრება“, - უთხრა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მოქალაქემ დავით ლოგუამ.

დღესვე ანალოგიური აქცია საქართველოს რამდემიმე რეგიონში ერთდროულად ჩატარდა.

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე თითქმის მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა 20-ე საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან