IDAHOT ვაკის პარკის პარტიზანული აქცია | Vake Park Guerrilla Rally


[For English press See More]
2018 წლის 17 მაისს, სათემო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი ანტიჰომოფობიური აქციის “გავიაზროთ 17 მაისი” გაუქმების შედეგად, ლგბტ აქტივისტებმა, ქალაქის 6 ადგილას გამართული პარტიზანული აქციების საშუალებით, სახელმწიფო უწყებებს მიმართეს.

მიმართვა ვაკის პარკში, ფაშიზმე გამარჯვების მემორიალიდან:
\"17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. აიდაჰოს დღის აღნიშვნა პირველად 2012 წელს ვცადეთ. თუმცა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ ორგანიზებული კონტრაქციის გამო ვერ შევძელით მსვლელობის დასრულება. 2013 წელს კონტრაქციის ორგანიზება არაფორმალურმა ჯგუფმა კი არა, ლეგიტიმურმა ინსტიტუტმა, ეკლესიამ ითავა. დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები. ამ მასშტაბური ძალადობის ფაქტზე რეფლექსიის სანაცვლოდ, 2014 წელს ეკლესიამ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოაცხადა ასე იქცა ეს დღე სიძულვილთან ბრძოლის დღედ, ჰომოფობიის ზეიმად, რომელსაც სიყვარულის სახელით ყოველწლიურად აღნიშნავენ.

პარალელურად, ბოლო წლებში, განსაკუთრებით მომრავლდნენ არაფორმალური ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც პირდაპირ ქადაგებენ სიძულვილს. თითქმის ყოველდღე ვისმენთ ღია მოწოდებებს სისხლისღვრისა და ძალადობისკენ. ჩვენ კი გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა მხოლოდ პოლიციის კორდონისა და უსაფრთხოების გაძლიერებული პირობების დაცვით გვიწევს. ეს რეალობაა, რომელიც მხოლოდ ჩვენ, მოქალაქეთა მხოლოდ ერთ ჯგუფს არ გვეხება. თუ საზოგადოების წევრებმა არ გავაცნობიერეთ საფრთხეები, რომლებიც მსგავსი ფაშისტური და ექსტრემისტული ჯგუფების გაძლიერებას შეიძლება მოჰყვეს, თუ სახელმწიფომ არ გააკეთა მკაფიო განაცხადი, რომ გამოხატვის თავისუფლება არ ფარავს ძალადობისკენ მოწოდებასა და შუღლის გაღვივებას ცალკეულ ჯგუფებს შორის, ხვალ საზოგადოების სხვა ჯგუფებსაც საკუთარი აზრის გამოხატვა მხოლოდ პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებს მოუწევთ.

ეს აქცია საღამოს დაგეგმილი და აწ უკვე გაუქმებული აქციის პარალელურად იგეგმებოდა. თუმცა, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ჩვენთვის ამ აქციის გამართვას კიდევ სხვა დატვირთვა მიეცა. ჩვენთვის სიმბოლურია რომ, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, მოგმართოთ სწორედ ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალიდან - გავერთიანდეთ, რათა ფაშიზმმა არ გაიმარჯვოს.\"

პარტიზანული აქციების მიმართვების სრული ტექსტები ქალაქის 6 სხვადასხვა ადგლიდან შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
http://women.ge/ka/news/newsfeed/179/

Appeal from Vake Park (at the memorial of victory over Fascism):
\"17th of May is the day against homophobia and Transphobia. We tried to celebrate IDAHOT for the first time in 2012, although the counter demonstration organised by Orthodox Parents’ Union made it impossible to finish the rally. After one year, the counter demonstration was organised not by some informal groups, but by a legitimate institution - Orthodox Church itself. Activists and Journalists were injured. Instead of reflecting on this large-scale violence, in 2014, Orthodox church announced May 17 as a Family Purity Day. Thus, the day to fight violence turned into the day to celebrate homophobia, annually, in the name of love. In parallel, during recent years, we have seen unprecedented rise of informal extremist groups, which directly preach hatred. Almost daily, we hear them publicly calling for bloodshed and violence. We are only allowed to use our right for freedom of expression in an extremely enhanced security conditions, surrounded with the cordons. This is the reality which affects not only us, one group of the society. If more people don’t understand the threats following the rise of this kind of extremist and fascist groups, if the government doesn’t address it clearly, that calling for violence and inciting hatred towards certain groups is not what freedom of expression means, then tomorrow there will be more and more groups in our society facing the fact that they can only express their opinion by being surrounded with the police cordons.

Our event was planned to be held in parallel of the demonstration that we cancelled, but given the current context, it has now gained a new meaning. It is very symbolic for us to appeal to the whole society from this very place, a memorial of victory over Fascism: Let us unite against Fascism to win!\"

Follow the link for the full texts of the appeals from 6 different locations: http://women.ge/en/news/newsfeed/179/
#IDAHOT #IDAHOTBILISI

ვიდეოები „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG"-ისგან