საგზაო უსაფრთხოება - სიდას საინფორმაციო კამპანია (ვიდეო)
ზუგდიდში, ასოციაცია „ათინათში“ არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის მიერ დაგეგმილი თემატური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. „სიდას“ წარმომადგენლის ეთუნა ცოტნიაშვილის თქმით, კამპანიის მიზანი კამპანიის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. „ჩვენი მიზანია სამოქალაქო საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია უსაფრთხო გადაადგილებისა და მოძრაობის შესახებ.. ყველა ერთად უნდა ვეცადოთ ჰაერის დაბინძურების აღმოფხვრას. მძღოლებმა კი დროულად უნდა გაიარონ ტექნიკური დათვალიერება“, - თქვა ცოტნიაშვილმა. შეხვედრას ზუგდიდში ასოციაცია „ათინათის“ წარმომადგენელი თამარ თოდუა გაუძღვა. „ათინათი“ ერთ-ერთი აქტიური წევრია რეგიონული ქსელისა. კამპანიის ფარგლებში დავგეგმეთ ორი საინტერესო შეხვედრა მძღოლებთან და მოქალაქეებთან. მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია საგზაო უსაფრთოებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თოდუამ. დღესვე ზუგდიდში მძღოლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს. კვირეულის „სუფთა ჰაერი - უსაფრთხო მოძრაობა“ ფარგლებში სიდას პარტნიორები რეგიონულ ქსელთან ერთად არიან საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და APM ტერმინალს ფოთი. კვირეულმა სტარტი 17 სექტემბერს რუსთავში, ბოლნისსა და საგარეჯოში აიღო და 10 რეგიონს მოიცავს. 22 სექტემბერს კი, თბილისში კამპანია შეურთდება ღონისძიებას „დღე ავტომობილის გარეშე“, რომელიც მიზნად ისახავს გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinat. .
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საგზაო უსაფრთხოება
TV IMEDI
საგზაო უსაფრთხოება
Stu Net
საგზაო უსაფრთხოება
TV Pirveli
საგზაო უსაფრთხოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საგზაო უსაფრთხოება
Kutaisi Post
საგზაო უსაფრთხოება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგზაო უსაფრთხოება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგზაო უსაფრთხოება
Euronews Georgia