PlayStation 1-ის ყველაზე პოპულარული თამაშები ★ ტოპ ფაქტები ★

10/11/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?...
► ფეისბუქი:   / topfaqtebi  
► ინსტაგრამი:   / topfaqtebi  
► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi
----------
ვიდეოში Sony PlayStation 1-ის ყველაზე პოპულარული თამაშების ათეულს გაგაცნობთ. ცნობისათვის, ვიდეოში ვისაუბრებთ ყველაზე გაყიდვად და არა ყველაზე მაღალი შეფასებების მქონე თამაშებზე.
10. Metal Gear Solid (1998) – 6 მილიონი ერთეული
Metal Gear Solid 1998 წელს გამოსული თამაშია და მისი რეჟისორი, თანასცენარისტი და პროდიუსერი ცნობილი იაპონელი დეველოპერი ჰიდეო კოჯიმაა. თამაშმა უნივერსალურად დადებითი შეფასებები დაიმსახურა და ბევრი ავტორიტეტული გამოცემისა და კრიტიკოსის აზრით ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და დიდ თამაშად ითვლება, რომელმაც სტელს ჟანრის ჩამოყალიბებასა და პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.
9. Tomb Raider II (1997) – 6.8 მილიონი ერთეული
რიგით მეორე თამაში Tomb Raider სერიაში 1997 წელს გამოვიდა და ის არქეოლოგ ლარა კროფტის მორიგი თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც ლარა ჩინეთის იმპერატორის ლეგენდარული ხანჯლის პოვნას ცდილობს და გზადაგზა იტალიურ მაფიასა და ზებუნებრივ არსებებს უპირისპირდება.
8. Crash Bandicoot (1996) – 6.82 მილიონი ერთეული
Naughty Dog-ის 1996 წლის თამაში, ქრეშ ბენდიქუთი ბოროტი მეცნიერის, დოქტორ ნეო კორტექსის მიერ ავსტრალიურ მღრღნელზე, ბენდიკუთზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად დაჭკვიანებული მთავარი გმირის, ქრეშ ბენდიქუთის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მეგობარი გოგონასა და მსოფლიოს გადარჩენას ცდილობს.
7. Final Fantasy VIII (1999) – 7 მილიონი ერთეული
1999 წელს გამოსული ეს იაპონური RPG რიგით მერვე ძირითადი თამაშია Final Fantasy სერიაში. მისი მოქმედება უსახელო ფენტეზი სამყაროში ვითარდება და ახალგაზრდა დაქირავებული ჯარისკაცების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ბოროტ ჯადოქარს, ულტიმეციას უპირისპირდებიან. თამაშმა მეტწილად დადებითი შეფასებები ძირითადად შთამბეჭდავი ვიზუალური მხარის გამო დაიმსახურა.
6. Tomb Raider (1996) – 7.10 მილიონი ერთეული
Tomb Raider, ანუ სამარხების მძარცველი 1996 წელს გამოსული თამაშია, რომელშიც არქეოლოგი ლარა კროფტი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და 3 უძველესი არტეფაქტის პოვნას ცდილობს. კრიტიკოსებმა თამაში ერთხმად აღიარეს ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო თამაშად ინოვაციური გეიფმლეის, რევოლუციური ვიზუალური და აუდიო გაფორმებისა და ჩამთრევი სიუჟეტის წყალობით.
5. Harry Potter and the Philosopher's Stone (2001) – 8 მილიონი ერთეული
2001 წელს გამოსული ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა ამავე სახელის მქონე წიგნზეა დაფუძნებული და ახალგაზრდა ჯადოქარის, ჰარი პოტერის თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს. მიუხედავად კომერციული წარმატებისა, თამაშმა კრიტიკოსებისგან შერეული შეფასებები დაიმსახურა საშუალოზე დაბალი გრაფიკული მხარისა და არაშთამბეჭდავი, უინტერესო გეიმფლეის გამო. მათ თქმით ერთადერთი, რის გამოც თამაში ასე კარგად გაიყიდა, ჰარი პოტერის სახელი იყო.
4. Tekken 3 (1998) – 8.30 მილიონი ერთეული
Tekken 3 რიგით მესამე თამაშია ფაიტინგ თამაშების, ტეკენის სერიაში. თამაშში რამდენიმე მთავარი პერსონაჟის დებიუტი შედგა, მაგალითად ჯინ კაზამა, ჰოარანგი და ლინგ სიაოუ. თამაში ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო თამაშადაა აღიარებული და ფაიტინგ თამაშებში გაყიდვებით მხოლოდ Super Smash Bros Brawl-ს ჩამორჩება.
3. Gran Turismo 2 (1999) – 9.37 მილიონი ერთეული
გრან ტურიზმო 2 1999 წელს გამოსული რიგით მეორე თამაშია გრან ტურიზმოს სერიაში, რომელმაც 9 მილიონ ერთეულზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა და მალევე მოიპოვა PlayStation Greatist Hits-ის სტატუსი მეტაკრიტიკზე 93%-იანი შეფასებით. თამაშში 650-მდე ავტომობილი 27 სარბოლო ტრეკია.
2. Final Fantasy VII (1997) – 9.80 მილიონი ერთეული
იაპონური RPG FF7 რიგით მეშვიდე თამაშია FF სერიაში და პირველი Final Fantasy-ა, რომელიც იაპონიასა და ამერიკასთან ერთად ევროპის ქვეყნებშიც გამოვიდა. თამაში პირველი იყო სერიაში, რომელმაც ორგანზომილებიანი სპრაიტები სამგანზომილებიანი ფიგურებით ჩაანაცვლა. თამაშში უფრო რეალისტური ატმოსფერო და საი-ფაი ელემენტებიც შემოვიდა, თუმცა გეიმფლეი სისტემები დიდწილად უცვლელი დარჩა. ეფეფ7-მა უნივერსალური დადებითი შეფასებები დაიმსახურა ვიზუალური, გრაფიკული, აუდიო დიზაინისა და ჩამთრევი სცენარის გამო. ითვლება, რომ FF7-მა ფლეისთეიშენისა და იაპონური თამაშების პოპულარიზაციასაც შეუწყო ხელი.
1. Gran Turismo (1997) – 10.85 მილიონი ერთეული
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ცხოველები:    • ცხოველები და მცენარეები

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან