მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 31. ჭადრაკის კუს საიდუმლო

05.12.2021 35:22

მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel ▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ: საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა) PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia) ----------------------------------------- პოდკასტის 31-ე ეპიზოდი, უკვდავი თამაშის, ჭადრაკის შუა საუკუნოვან ისტორიას დაეთმო. რას წერს ფირდოუსი „უკვდავ თამაშზე"; რა ეწოდებოდა მას სხვადასხვა ცივილიზაციებში; რატომ თამაშობდნენ არაბები აბსტრაქტული ფიგურებით; ჭადრაკთან დაკავშირებული რა წერილი მიწერა ბიზანტიის იმპერატორმა ნიკიფორე ლოგოთეტმა ხალიფა ჰარუნ ალ რაშიდს; რომელი ფიგურა იყო ყველაზე ძვირფასი თამაშის ოსტატთათვის; როდის ტრასფორმირდა ვეზირი დედოფლად და როგორ იქცა ის უძლიერეს ფიგურად; რატომ ვერ მოხდა ეს საქართველოში;  რა მიზეზით ვერ დაიმკვიდრა სპილომ ადგილი ქართული ჭადრაკის დაფაზე; რას ნიშნავს პაიკი, ლაზიერი, ტურა და ბოლოს, როგორ გაჩნდა ქართული „კუს" უნიკალური ფიგურა. https://www.podbean.com/ew/pb-sn5zz-1...

გაზიარება: