ყველაზე შხამიანი გველები მსოფლიოში ★ ტოპ ფაქტები ★

07/14/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?...
► ფეისბუქი:   / ტოპ-ფაქტები-106039936757171  
► ინსტაგრამი:   / top_faqtebi  
► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi
----------
5. შავი მამბა (Black Mamba)
ყველასთვის კარგად ნაცნობი შავი მამბა ჩვენ სიაში მეხუთე ადგილს იკავებს. შავი მამბა აფრიკის კონტინენტზე ბინადრობს და აგრესიულობითა და მომაკვდინებელი სიზუსტით გამოირჩევა. შავი მამბა ყველაზე სწრაფად მოძრავი ხმელეთის გველია, მისი სისწრაფე 20 კმ/სთ-ს აღწევს. შავი მამბა ერთი კბენისას საშუალოდ 100 მილიგრამ შხამს გამოყოფს, რაც 25 ზრდასრული ადამიანის მოსაკლავადაა საკმარისი. მსხვერპლი ჯერ ნაკბენის გარშემო ტკივილს გრძნობს, შემდეგ იწყება პირისა და კიდურების დაბუჟება, გაორებული ხედვა, სიცხე, დაბნეულობა, პირიდან ქაფის გამოყოფა, სპაზმები, დამბლა, გულისრევა, შოკი, პარალიზი, კომა და ბოლოს - სიკვდილი. ადამიანი კბენის შემდეგ 15 წუთიდან 3 საათში კვდება.
4. ტაიპანი (Taipan)
ავსტრალიაში მცხოვრები ამ ქვეწარმავლის შხამს 12 000 ზღვის გოჭის მოკვლა შეუძლია. ტაიპანის შხამი სისხლის შედედებასა და არტერიებისა და სისხლძარღვების დაბლოკვას იწვევს. ანტივენინის გაუმჯობესებამდე არ არსებობდა ადამიანი, რომელიც ტაიპანის კბენას გადაურჩა. მსხვერპლი კბენიდან 1 საათის განმავლობაში იღუპება.
3. ლურჯი კრაიტი (Blue Krait)
სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებული ლურჯი კრაიტი იმით გამოირჩევა, რომ შხამსაწინააღმდეგო შრატის გაკეთების შემთხვევაშიც კი გადარჩენის შანსი მხოლოდ 50%-ა. კრაიტები სხვა გველებზე ნადირობენ და ხშირად სხვა კრაიტებითაც კი იკვებებიან. მათი ღამის განმავლობაში უყვართ ნადირობა და აგრესიულები მზის ჩასვლის შემდეგ ხდებიან. კრაიტების შხამი კობრასთან შედარებით 16-ჯერ უფრო ძლიერია. შხამი სწრაფად იწვევს კუნთების სპაზმსა და მსხვერპლის სრულ პარალიზებას. საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაშიც კი ხშირად მსხვერპლი სამუდამო კომაში ვარდება.
2. აღმოსავლური ყავისფერი გველი (Eastern Brown Snake)
არც თუ ისე გამორჩეული სახელის მიუხედავად, აღმოსავლური ყავისფერი გველის 2 მილიგრამ შხამს თავისუფლად შეუძლია ზრდასრული ადამიანის მოკვლა. როგორც წესი, აღმოსავლური ყავისფერი გველები ცენტრალურ ავსტრალიაში ბინადრობენ და აგრესიულობით გამოირჩევიან. მათი შხამი შეიცავს როგორც ნეიროტოქსინებს, ასევე სისხლის შემადედებელ ნივთიერებებს. ადამიანების საბედნიეროდ, მათი ნაკბენების მხოლოდ ნახევარი გამოყოფს სასიკვდილო შხამს და შესაბამისად - გადარჩენის შანსი შედარებით მაღალია. გველების ეს ჯიში მხოლოდ მოძრაობაზე რეაგირებს და ექსპერტები გვირჩევენ, მათთან შეხვედრისას გაუნძრევლად ვიდგეთ, სანამ გველი ინტერესს არ დაკარგავს.
1. ხმელეთის ტაიპანი (Fierce Snake ან Inland Taipan)
ტაიპანების ეს ჯიში ნამდვილად იმსახურებს პირველ ადგილს ჩვენს დღევანდელ სიაში. მისი შხამიანობა 50-ჯერ აღემატება კობრას შხამიანობას. ხმელეთის ტაიპანის მიერ ერთი კბენისას გამოყოფილი შხამის რაოდენობა 110 მილიგრამია, რაც საკმარისია, რომ ერთდროულად 100 ადამიანი, ან 250 000 თაგვი მოკლას. საბედნიეროდ, ხმელეთის ტაიპანები აგრესიულობით არ გამოირჩევიან და იშვიათად ესხმიან თავს ადამიანებს. ტაიპანის შხამს ადამიანის მოსაკლავად 45 წუთი სჭირდება.
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ფლორა და ფაუნა:    • ცხოველები და მცენარეები  
----------
5. shavi mamba
yvelastvis kargad nacnobi shavi mamba chven siashi mexute adgils ikavebs. shavi mamba afrikis kontinentze binadrobs da agresiulobita da momakvdinebeli sizustit gamoircheva. shavi mamba yvelaze swrafad modzravi xmeletis gvelia, misi siswrafe 20 km/st-s agwevs. shavi mamba erti kbenisas sashualod 100 miligram shxams gamoyofs, rac 25 zrdasruli adamianis mosaklavadaa sakmarisi. msxverpli jer nakbenis garshemo tkivils grdznobs, shemdeg iwyeba pirisa da kidurebis dabuzheba, gaorebuli xedva, sicxe, dabneuloba, piridan qafis gamoyofa, spazmebi, dambla, gulisreva, shoki, paralizi, koma da bolos - sikvdili. adamiani kbenis shemdeg 15 wutidan 3 saatshi kvdeba.
4. taipani
avstraliashi mcxovrebi am qvewarmavlis shxams 12 000 zgvis gochis mokvla sheudzlia. taipanis shxami sisxlis shededebasa da arteriebisa da sisxldzargvebis dablokvas iwvevs. antiveninis gaumjobesebamde ar arsebobda adamiani, romelic taipanis kbenas gadaurcha. msxverpli kbenidan 1 saatis ganmavlobashi igupeba.
3. lurji kraiti
2. agmosavluri yavisferi gveli
1. xmeletis taipani

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან